FM97.5 / LIVE

ახალციხეში ‘პატრიოტთა ალიანსის’ პლაკატები აკრძალულ ადგილზეა გაკრული

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 28.09.2020
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე “პატრიოტთა ალიანსის“ სააგიტაციო პლაკატები გარე განათების ბოძებზეა გაკრული. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულებით, სააგიტაციო მასალის გაკვრა აღნიშნულ ადგილზე აკრძალულია.

ახალციხეში ‘პატრიოტთა ალიანსის’ პლაკატები აკრძალულ ადგილზეა გაკრული

ასპინძის ქუჩაზე პარტიის პლაკატები რამდენიმე ადგილზეა გაკრული. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების (პლაკატები) განთავსების შესახებ რეგულაციით, პლაკატების გაკვრა გარე განათების ბოძებზე იკრძალება.

„მე ყველა გაფრთხილებული მყავდა, გააკარით პალაკატები ისეთ ადგილზე, სადაც არ არის აკრძალული. დავავალებ რომ მოხსნან, არ მქონდა ინფორმაცია“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ახალციხეში, დავით ბერიძემ.

მსგავსი დარღვევების დროს პარტიებს, ან მათ წარმომადგენლებს მერიის ზედამხედველობის სამსახური 50 ლარით აჯარიმებს.

სამსახურის უფროსის, მიშა მაკარიძის თქმით, სანქციას აკისრებენ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა აქვთ.

წინასაარჩევნოდ ახალციხის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 47 დასახლებაში განსაზღვრა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო პლაკატების გაკვრა შეეძლებათ.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სად (არ) შეიძლება საარჩევნო პლაკატების გაკვრა – ახალციხის საკრებულოს დადგენილება
ასპინძაში საარჩევნო მასალების  განთავსების ადგილები გამოყეს
ახალციხეში ვაშაძის პლაკატების გამო „ოცნებამ“ საჩივარი დაწერა
ბორჯომში საარჩევნო მასალების განთავსების ადგილები განსაზღვრეს
ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’ მიერ პლაკატების გაკვრის კანონიერებას შეისწავლიან
პარტიები პლაკატების ზომებს სურვილის მიხედვით ვეღარ შეარჩევენ
ახალციხეში საარჩევნო მასალების განთავსების  ადგილები განსაზღვრეს