FM97.5 / LIVE

ერთი ისტორია ბევრის პრობლემებით

მთავარისიახლე, ბლოგები 17.03.2019
მატასის ბლოგი

ერთი ისტორია ბევრის პრობლემებით

ერთ ადამიანს უნდა შევხვდე. მითხრეს შშმ პირია, გარეთ ვერ გამოდის და მასთან მივდივარ სახლში. მეოთხე სართულზე ცხოვრობს. მძიმედ მივაბიჯებ კიბეებზე. ჯერ ვურეკავ ვატყობინებ მისვლას - კარს გაგიღებთ, - მეუბნება და ზემოდან საკეტის ხმაც მესმის.

ხის გალაკულ კარზე მაინც დავაკაკუნე ხელით. კარი თავისით იღება და პატარა შესასვლელში, ეტლში ასე 50 წლამდე ჭაღარა კაცი ზის და მიღიმის.

ავარიაში მოყვა. მძღოლი, ვის მანქანაშიც იჯდა უვნებელი გადარჩა, მხოლოდ თვითონ დაშავდა. ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

და უკვე ათი წელია ეტლით გადაადგილდება. სამი შვილი ჰყავს და დარდობს - პატარა ისე გაიზარდა ქუჩაში ერთხელ ვერ გავყევი.

გარეთ იშვიათად გადის, შვილები და შვილის ძმაკაცები ეხმარებიან და აღდგომა დღეს მშობლების საფლავზე მიჰყავთ.
იმედი აღარ აქვს, რომ კორპუსში ოდესმე ლიფტი გაკეთდება და სხვების დაუხმარებლად შეძლებს ჰაერზე გასვლას.

- ორი ხუთმეტრიანი ფიცარი მინდა. მოვიფიქრე, დავაწყობ კიბეებზე, ეტლს მუხრუჭები აქვს და შევძლებ ხოლმე ჩასვლას, - მითხრა ღიმილით.

რეაბილიტაციის კურსს ვერ გადის, რადგან პენსია, რომელსაც იღებს წამლებში თუ ჰყოფნის. რეაბილიტაციას კი საკმაო თანხა სჭირდება. სამსახურში, სადაც მუშაობდა მისი შტატი სულ გააუქმეს - ვერც შევძლებდი სიარულს, - ამბობს და ეტლის სახელურზე თითებს აკაკუნებს.

სახლში, ყველა ოთახში გასასვლელი ტიხარი მოშლილია - შვილმა გააკეთა, - ამბობს ბედნიერი. ირგვლივ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული გარემოა. სახლის ტელეფონი კედელზე დაბლაა მიმაგრებული. ყველა საჭირო ნივთი უდიდესი წესრიგითაა დაწყობილი მისთვის მისაწვდომ ადგილას. სახლი მისი სამყაროა ახლა.

კედელზე ძველი ხელით მოსამართი საათი ჰკიდია, ყოველ ერთ საათში ხმაურიანად ჩამოკრავს ზარს და ძალაუნებურად უნდა ახედო და გაიგო რა დროა. ვუყურებ ამ ძველებურ საათს და ვფიქრობ - ოჯახის გარდა ალბათ ყველა გწირავს, ჯერ სახელმწიფო, რადგან სახლიდან გარეთ, მოუწყობელი ინფრასტრუქტურის გამო ვერ გამოდიხარ, მერე ისევ სახელმწიფო, რადგან არასაკმარისი სოციალური პროგრამების გამო რეაბილიტაციის კურსი არ გიფინანსდება, მესამე ისევ სახელმწიფო, რადგან გახდე შშმ პირი ავტომატურად ნიშნავს გაგანთავისუფლონ სამსახურიდან.

და როცა ამ ყველაფრის შემდეგ არავისზე საყვედურს არ ამბობ, გაქვს იდეები, ფიქრობ მომავლზე და ამასთანავე იღიმი, ხარ გმირი!

ჩვენ კი ცოცხალი გმირები რატომღაც არ გვიყვარს!

[მატასი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ამჯერად ოთხი
რთული, მაგრამ ბედნიერი 34 წელიწადი  – ცხოვრება დაუნის სინდრომით
‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს
საკირეში, 37 წლის ზეზვა თოფურიანი დახმარებას ითხოვს
'სხვისი შვილები'
ფოტოპროექტი: მეწაღეები ახალციხიდან [Photo]
ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება