FM97.5 / LIVE

'სხვისი შვილები'

მთავარისიახლე, ბლოგები 07.10.2018
მატასის ბლოგი

'სხვისი შვილები'

ოთხშაბათს, საავადმყოფოშო მომიწია წასვლამ, მგონი ასე ჰქვია ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი. ბავშვთა განყოფილება, მეორე სართული. მე და ჩემი შვიდი წლის ძმისშვილი დერეფანში ვდგავართ. გაუსაძლისი სუნი დგას, წამლის, სუპის, სუნამოს. დერეფანში კედელზე პატარა დაფა ჰკიდია, წინ დაწყობილი მარკერებით. ბავშვმა ხატვა დაიწყო და რადგან დაფის ზემოთა კუთხეში გვარები იყო ჩამოწერილი, ვუთხარი იმ მხარეს არ შეხებოდა.

დაფის დაბლა, კუთხეში ჯერ მე დამხატა, მერე ყვავილები. უცებ მოვარდა ექთანი, არ დამინახავს რომელი მხრიდან. გამოსტაცა მარკერები ხელიდან ბავშვს, სასწრაფოდ წაშალა ნახატი ხმამაღალი ლაპარაკით:

- ასე არ შეიძლება! აქ ვიდეოა და ყველაფერი ჩანს!
- მერე რაა ხატავს, რას აშავებს? - ვეკითხები მე.
- არ შეიძლება, - მპასუხობს უკმეხად და მიდის.
- ბავშვთა განყოფილებაა და ბავშვი ხატავს, რა არ შეიძლება?! - ბრაზი გამერია ხმაში.
- მერე რა რომ ბავშვთა განყოფილებაა!!! ეგ იმას არ ნიშნავს, რომ კედლებზე იარონ ბავშვებმა, - უკვე უკმეხობას ზიზღიც შეურია ხმაში ექთანმა და როცა მივუთითე ტონი შეერჩია ჩქარი ნაბიჯით დატოვა დერეფანი. ბავშვი იდგა და წაშლილ დაფას უყურებდა. ალბათ ჩვენი "დიალოგი" არც გაუგია.

არა მგონია ექთანს დავალებული ჰქონოდა ასე მოქცევა პაციენტებთან, უბრალოდ, ხასიათზე არ იყო, ალბათ. აქ ხომ ყველაფერს უხასიათობას აბრალებენ. რა გააღიმებს აღმზრდელს, როცა ამდენ ბავშვს უვლის და ასე დაბალი ხელფასი აქვს? - გამიგია ხშირად.

ერთხელ ქუჩაში ნაცნობი ქალი შემხვდა და საერთო ნაცნობზე დამიწყო ლაპარაკი, ქმარს გაშორდაო. მე ბავშვით ვიყავი. ბავშვი ქუჩაში ვერ ჩერდებოდა, სახელოზე მექაჩებოდა და სახლში წაყვანას მთხოვდა. ქალს ბოდიში მოვუხადე, დავემშვიდობე და წამოვედი. შემდეგ უთქვამს - ტუტუცი ბავშვი გაუზრდია, ლაპარაკს არ გვაცლიდა უფროსებსო.

ტუტუცი ბავშვი - ლაპარაკია სამი წლის მოზარდზე.

კიდევ ერთ ისტორია - ახალციხეში, ჩემს მეგობარს, ხუთი წლის ბიჭი ზამთარში ჯემპრით გაეპარა სახლიდან. დედამ ასე 10 წუთის შემდეგ ბავშვი ქუჩაში, კუთხის მაღაზიაში იპოვა. ბიჭს ჰქონდა 50 თეთრი და ბანანს ყიდულობდა. სახლში ამოსულმა ბიჭმა ასეთი რამ თქვა: იმდენი ხალხი იყო ქუჩაში და არავინ არაფერი მკითხაო.

და მაქვს კიდევ უამრავი და უამრავი ისტორია, სადაც ჩანს, რომ ბავშვები არ უყვართ. უყვართ მხოლოდ თავიანთი შვილები. კარგი, სიყვარულს არავინ გთხოვს დალოცვილო, მაგრამ უბრალოდ სწორი მოქცევა რომ უნდა ვისწავლოთ - მეც, შენც და ყველამ?

P.S სამართლიანობისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთნახსენებ საავადმყოფოში, იმავე განყოფილებაში, ერთი ექთანი გოგო იყო გადასარევი, თბილი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე.

[მატასი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ბავშვებისთვის გასართობის არარსებობაზე ჩივიან
ასპინძაში, 17 წლის მოზარდი ღამეს ქუჩაში ათენებს
ხანძრის შედეგად დამწვარი 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ახალქალაქში მეხუთე სართულიდან 7 წლის ბავშვი გადმოვარდა
ახალციხეში დედას ხუთი წლის შვილის ცემისთვის ასამართლებენ [Video]
გადარჩენილების ბედნიერება
’11 წლის ბავშვმა პოლიციაში რატომ უნდა დარეკოს’ – 14 მშობელი მეექვსეკლასელის  წინააღმდეგ