FM97.5 / LIVE

ფოტოპროექტი: მეწაღეები ახალციხიდან [Photo]

მთავარიფოტოამბავი 05.11.2015
ახალციხეში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, არაერთ ჯიხურს შეხვდებით, წარწერით: :ფეხსაცმლის შეკეთება". ყველა ჯიხური თითქმის ერთმანეთს ჰგავს: ძველი, ბნელი, უამრავი ფეხსაცმლით, წებოსა და რეზინის სუნით...თუმცა, ყველა მათგანს განსხვავებული ისტორიის გმირი ჰყავს.

ფოტოპროექტი: მეწაღეები ახალციხიდან [Photo]

რამაზ ოქრომელიძე 40 წელია მეწაღედ მუშაობს, 1975 წელს რუსთავში დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი და მას შემდეგ, ახალციხეში, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს: „ თავიდან კლიენტებს სახლში ვიღებდი, მაგრამ მერე ვეღარ ავუდიოდი საქმეს და პატარა „ბუტკა“ ვიქირავე“.

ამბობს, რომ უკვე ერთგული კლიენტები ჰყავს, თუმცა, მიუხედავად მათი სიმრავლისა, ოჯახის სარჩენად ფეხსაცმლის კერვისგან მიღებული შემოსავალი საკმარისი არ არის, ამიტომ სოფელში მიწის ნაკვეთებსაც ამუშავებს.



ფოტოპროექტი: მეწაღეები ახალციხიდან [Photo]

რობერტ აკოფიანი 15 წლის იყო ფეხსაცმლის კერვა რომ დაიწყო. ქალაქის ცენტრში ერთ პატარა ჯიხურში მუშაობს, სადაც წელში გამართვაც კი შეუძლებელია. ამბობს, რომ მისი ხელობა ბევრ ადამიანს მოსწონს და კლიენტები სხვადასხვა ქალაქებიდან აკითხავენ: „თბილისიდან ჩამოვიდა და მითხრა 150 დოლარი მივეცი ჩექმაში, შენთან იმიტომ ჩამოვედი, ვიცი, რომ კარგად გააკეთებო. 3 საათში გავუმზადე“.

სახლში მარტო ცხოვრობს. მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და თავს პენსიითა და თავისი ხელობით ირჩენს. ერთადერთი რაზეც გული სწყდება, უყურადღებობაა: „ბუტკაში“ მრიცხველიც მაქვს და სადენებიც გაყვანილია, ვის არ მივაკითხე, მაგრამ შუქი არავინ ჩამირთო. კარგად ვერ ვხედავ და იძულებული ვარ ფეხსაცმელი გარეთ შევკერო“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფოტოპროექტი: ადამიანები ახალციხიდან  [Photo]
მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]
ფოტოპროექტი: ნათელა ინასარიძე, ანდრიაწმინდიდან [Photo]
ფოტოპროექტი: ადამიანები ახალციხიდან, რადიოტექნიკოსი  [Photo]
ახალციხეში 79 წლის ელენა აკოფიანი დაიკარგა
ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]
როცა სისუფთავე ცხოვრების წესია - 60 წლის მეეზოვე ახალციხიდან