FM97.5 / LIVE

ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე კლდიდან ლოდები ცვივა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.03.2019
ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე ქვათაცვენის ფაქტები გახშირდა. ბოლო ერთ თვეში კლდიდან ლოდები ორჯერ ჩამოცვივდა და მანქანები დააზიანა. გეოლოგები ამბობენ, რომ ცენტრალურ გზაზე კლდეები უნდა გაიწმინდოს და ზედ რკინის ნაქსოვი ბადე გაიკრას.

ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე კლდიდან ლოდები ცვივა

ახალქალაქიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ჩუნჩხის ხიდთან კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი 19 თებერვალს დაეცა, შემთხვევის შედაგად 48 წლის კაცი მძიმედ დაშავდა, იგი ამ დრომდე თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში მკურნალობს.

ქვათაცვენაში მოჰყვა ახალციხელი გენადი ხატიძეც. გაზაზე მიმავალმის მანქანას ლოდი ასპინძაში, სოფელ ნიჯგორთან ორ მარტს დაეცა. შემთხვევას გენადი უვნებელი გადაურჩა, თუმცა მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო. ამბობს, რომ 10 ტონიანმა ლოდმა მანქანა ისე დააზიანა, რომ ვეღარ გამოიყენებს: „ცუდად გავხდი და 112–ში დავრეკე. მე გადავრჩი, მაგრამ მანქანა გადასაგდებია“.

მძღოლები ამბობენ, რომ ახალქალაქი– ასპინძის მიმართულებით ცენტრალურ გზაზე კლდიდან ქვები თითქმის ყოველდღე ცვივა, თუმცა ასეთი დიდები არა.
ახალციხიდან, ასპინძის და ახალქალაქის მიმართულებით, ცენტრალურ გზების მოვლა– პატრონობას შპს „ჯავახ ავტოგზა“ უზრუნველყოფს. კომპანიის დირექტორი ნოდარ ინასარიძე ამბობს, რომ ქვათაცვენის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტს უკვე მიაწოდა.

„გეოლოგები იყვნენ ჩამოსულები და დაათვალიერეს, უახლოეს მომავალში დაიგეგმება კლდეების ჩამოწმენდა, მაგრამ მანამდე ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რადგან თანხები ამოწურულია. კლდეების გაწმენდაზე ცალკე ტენდერი იქნება თუ მოვლა–შენახვის ფარგლებში გავაკეთებთ, ეს ჯერ არ ვიცი. დეპარტამენტი რასაც დაგვიკვეთავს ჩვენ იმას ვასრულებთ“, – გვითხრა ნოდარ ინასარიძემ.

სამცხე–ჯავახეთის ცენტრალურ გზებზე არსებული ვითარება საავტომობილო გზების დეპარტამენტის გეოლოგმა თამაზ გერკეულიძემ შეისწავლა. იგი ახალქალაქში ჩუნჩხის ხიდთან მომხდარი შემთხვევიდან მეორე დღეს, 20 თებერვალს ჩავიდა.

„ეს არის გამოფიტული ვულკანური ქანები, რომელიც ალპინისტების ჯგუფმა უნდა ჩამოყაროს, გასუფთავებულ ფართობზე კი რკინის მოქსოვილი ბადე უნდა გაიკრას. გარდა ამისა გზის ორივე მიმართულებით ქვათაცვენის ნიშნები უნდა დაიდგას, რომელიც არ არის“, – გვიყვება თამაზ გერკეულიძე.
იგი ამბობს, რომ დასკვნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტს უკვე გადაუგზავნა. მისი თქმით, ისეთი მონაკვეთები, სადაც ქვები ცვივა რეგიონში ბევრია: „ასპინძა ახალციხის გზასთან შედარებით, ახალციხე ასპინძის გზის მონაკვეთი უფრო საშიშია“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძის განმარტებით მის ტერიტორიაზე, ორი მონაკვეთია, სადაც ქვათაცვენა ფიქსირდება, ნიჯგორთან და თმოგვიდან 2–3 კილომეტრში: „ისეთი სიხშირით არ ხდება ქვათაცვენა, რომ მონიტორნიგი დაწესდეს. ბოლო შემთხვევა, როცა ქვა ჩამოვარდა და გზა ჩაკეტა 2017 წელს მოხდა, სოფელ თმოგვთან. სადაც ქვათაცვენაა, იმ ადგილზე მიმანიშნებელი ბანერები დგას, მოსახლეობასაც წარმომადგენლების საშუალებით ვაფრთხილებთ. შპს „მესხეთ ავტოგზა“ კი ლოდების ჩამოცვენიდან 20–30 წუთში წმენდს გზას. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე შეატყობინა საგზაო დეპარტამენტს“.

მისი თქმით, სოფელ ნიჯგორთან, რა დროსაც გენადი ხატიძის მანქანას ლოდი დაეცა ქვები ორი დღის განმავლობაში ცვიოდა: „ზამთრის განმავლობაში ჩასული წყლები გაიყინა და ნაპრალები გაფართოვდა, როცა დნება იწყება ქვათაცვენა“.

როდის დაიწყებს საქართველოს საგზაო დეპარტამენტი როგორც ახალციხე–ასპინძის ასევე, ასპინძა ახალქალაქის ცენტრალურ გზებზე არსებული კლდეების გაწმენდას ჯერ უცნობია. საოზგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ შესაბამის სამსახურებთან ინფრომაციას გადაამოწმებენ და ამის შემდგე დაგვიკავშირდებიან.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე კლდეებს მაისში გაასუფთავებენ
ასპინძა–ახალქალაქის გზაზე კლდეებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩამოწმენდს
ჩუნჩხის ხიდთან 'მარშუტკას’ ლოდი დაეცა – დაშავდა ერთი პირი
ურავლის გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, მერია კი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს [Photo/Video]
ურავლის გზაზე, წვიმის დროს, კლდიდან ქვები ცვივა [ფოტო]
48 წლის კაცი, რომელსაც კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი დაეცა მართვით სუნთქვაზეა
აწყვიტაში, დასახლებულ ტერიტორიაზე კლდიდან ლოდები ცვივა [ფოტო]