FM97.5 / LIVE

აწყვიტაში, დასახლებულ ტერიტორიაზე კლდიდან ლოდები ცვივა [ფოტო]

მთავარისიახლე, შემთხვევა 15.10.2019
ასპინძაში, სოფელ აწყვიტაში ველიჯანაშვილების ეზოში კლდე ჩამოიშალა, ლოდების ნაწილი სარდაფს დაეცა, ნაწილი კი საცხოვრებლის მიმდებარედ გაჩერდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კლდის ჩამოშლის საშიშროება კიდევ არსებობს.

აწყვიტაში, დასახლებულ ტერიტორიაზე კლდიდან ლოდები ცვივა [ფოტო]

შემთხვევა დღეს, 15 ოქტომბერს დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა.

„ერთი ლოდი სარდაფის სახურავზე დაეცა და ჩაამტვრია, მეორე კი სახლიდან ორ მეტრში ჩამოვარდა. უზარმაზარი ლოდებია, იმხელა ვიბრაცია ჰქონდა მთელი სოფელი შეაზანზარა. ეს ლოდი სახლს, რომ დასცემოდა, მთელს ოჯახს ამოგვხოცავდა“, – ამბობს ვიტალი ველიჯანაშვილი.

ველიჯანაშვილების სახლში ექვსი წევრი ცხოვრობს მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ვიტალი ამბობს, რომ კლდე მათ სახლამდე 50 მეტრის დაშორებით არის და მისი ნგრევის საშიშროება კიდევ არსებობს: „ეს ლოდები მთას ყველაზე დაბალი ადგილიდან მოწყდა, ზემოთ მწვერვალი დაბზარული და გადმოხრილია, არის საშიშროება, რომ კიდევ ჩამოცვივდეს და სახლს დაეცეს. თან ჩვენ სახლამდე დაღმართია და პირდაპირ ჩვენსკენ წამოვა ლოდები“.

ველიჯანაშვილები ამბობენ, რომ კლდის გამაგრება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ფიქრობენ, რომ უსაფრთხოების გამო, საცხოვრებელი სახლი რაც შეიძლება მალე დატოვონ: „ახლა ჩემი მშობლები ასპინძის მერიაში არიან წასულები, არ ვიცი ადგილობრივ თვითმმართველობაში რა რეაგირებას მოახდენენ, განცხადებას ახლა წერენ“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე კლდის ჩამოშლის პირველი შემთხვევა არ არის და რამდენიმე წლის წინაც ჩამოინგრა.

აწყვიტაში, დასახლებულ ტერიტორიაზე კლდიდან ლოდები ცვივა [ფოტო]

აწყვიტაში, დასახლებულ ტერიტორიაზე კლდიდან ლოდები ცვივა [ფოტო]

აწყვიტაში, დასახლებულ ტერიტორიაზე კლდიდან ლოდები ცვივა [ფოტო]

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს
აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]
აწყვიტაში ტერიტორია, სადაც კლდე ჩამოიშალა გეოლოგმა შეისწავლა
ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე კლდიდან ლოდები ცვივა
ასპინძის გზაზე კლდიდან ლოდები ჩამოცვივდა
ურავლის გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, მერია კი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს [Photo/Video]
ურავლის გზაზე, წვიმის დროს, კლდიდან ქვები ცვივა [ფოტო]