FM97.5 / LIVE

ურავლის გზაზე, წვიმის დროს, კლდიდან ქვები ცვივა [ფოტო]

მთავარისიახლე, შემთხვევა 30.09.2019
ახალციხეში, სოფელ ურავლის გზაზე, კლდიდან ქვები ცვივა. მძღოლები ამბობენ, რომ გადაადგილება ამ გზაზე განსაკუთრებით საშიში წვიმიან ამინდშია.

ურავლის გზაზე, წვიმის დროს, კლდიდან ქვები ცვივა [ფოტო]

ურავლის გზაზე, კლდიდან ქვები ბოლოს ორი დღის წინ, 28 სექტემბერს ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ტრანსპორტი დაზიანებულა, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა აქ მუდმივად არსებობს და საფრთხის შემცველია.

„უკვე მერამდენედ ჩამოცვივდა კლდიდან ნაშალი! ვიდრე აქ უბედურება არ მოხდება, ყურადღებას არავინ არ მოგვაქცევს“, – გვეუბნება ერთ–ერთი მძღოლი, რომელსაც გზაზე გავლა თითქმის ყოველდღე უწევს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ შპს „კეთილმოწყობის“ თანამშრომლები, 28 სექტემბერს კლდიდან ჩამოყრილი ქვებისგან გზას დღეს, 30 სექტემბერს დილიდან წმენდენ: „კლდეებს, იმ მონაკვეთებზე, რომელიც საფრთხის შემცველია, ქვებს აცლიან და მუდმივად არის ერთი წარმომადგენელი, რომელიც საქმის კურსშია და აკვირდება გზის მდგომარეობას“.

ურავლის გზაზე, კლდიდან ქვების ცვენის ეს პირველი შემთხვევა არ არის. პრობლემასთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭეს“ არაერთი მასალა აქვს მომზადებული. იგივე პრობლემაა ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზეც.

ამავე თემაზე:

ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე კლდიდან ლოდები ცვივა

ურავლის გზაზე, წვიმის დროს, კლდიდან ქვები ცვივა [ფოტო]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის გზაზე კლდიდან ლოდები ჩამოცვივდა
ურავლის გზაზე კლდიდან ქვები ცვივა, მერია კი ამაში საფრთხეს ვერ ხედავს [Photo/Video]
აწყვიტაში, დასახლებულ ტერიტორიაზე კლდიდან ლოდები ცვივა [ფოტო]
ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე კლდიდან ლოდები ცვივა
ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე კლდეებს მაისში გაასუფთავებენ
48 წლის კაცი, რომელსაც კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი დაეცა მართვით სუნთქვაზეა
შემთხვევა ბორჯომში – მამაკაცი პლატოს კლდიდან გადმოვარდა და დაიღუპა