FM97.5 / LIVE

უფლებებიდან ყვავილებამდე – რას აღვნიშნავთ 8 მარტს [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.03.2019
ამ დღის ისტორია 1908 წელს, ნიუ–იორკის ქუჩებში გამოსულ ათასობით ქალს უკავშირდება, რომლებიც შრომითი უფლებების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. თუმცა დღემდე საქართველოში 8 მარტი ქალების უფლებებისთვის ბრძოლის ნაცვლად, ძირითადად, მათთვის ყვავილების ჩუქებით შემოიფარგლება.

უფლებებიდან ყვავილებამდე – რას აღვნიშნავთ 8 მარტს [Video]

იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

1910 წელს კოპენჰაგენში სოციალისტ-ინტერნაციონალმა ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით, დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.

დღეს, ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ახალციხეში რაიმე ღონისძიება არ გამართულა. რვა მარტი მხოლოდ თვითმმართველობების წარმომადგენლება აღნიშნეს, როგორც ახალციხეში, ასევე სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში. როგორც გასულ წლებში, წელსაც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ქალებს საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადასცეს.



ქალთა მიმართ მიძღვნილ ღონისძიებას ყოველწლიურად აღნიშნავენ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, სტუდენტები ქუჩებში გამოდიან და ქალებს ყვავილებს ურიგებენ. წელს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა საღამო მოაწყეს სახელწოდებით – „ქალი, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია“. ახალგაზრდებმა ღონისძიებაზე ქალებისთვის ლექსები წაიკითხეს.

„1920–იან წლებამდე ეს დღე ჯერ კიდევ ქალთა უფლებებისა და საჭიროებებისთვის ბრძოლის დღე იყო, 1930 წლებიდან კი სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ის ქალთა უფლებების კუთხით შედგა და 8 მარტი ზეიმისა და გამარჯვების დღედ იქცა“, – ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მკვლევარი მაია ბარქაია.

მისი თქმით, პოსტ–საბჭოთა საქართველოში რვა მარტის თავდაპირველი შინაარსით დაბრუნების მცდელობის მიუხედავად, ის მაინც საკარნავალო დღესასწაულად დარჩა: „ქალთა უფლებებზე საუბრისას გაბატონებული პოლიტიკური კლასი ძირითადად ქალის ინდივიდუალურ და სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებზე საუბრობს, სოციალურ–ეკონომიკურ უფლებებს კი გამორიცხავს. ამის მაგალითია ისიც, რომ ქვეყანას გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კომიტეტში უამრავი ანგარიში აქვს გაგზავნილი, თუმცა 2002 წლის შემდეგ არცერთი ანგარიში სოციალურ–ეკონომიკურ კომიტეტში არ გაუგზავნია. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა კი პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული შრომითი გარემო“.

საქართველოში წელს პირველად გაიმართა სარვამარტო მსვლელობა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური თანასწორობის მოთხოვნით. მსვლელობა დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის“ ორგანიზებით დედაქალაქში 16:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდა. მსვლელობის მნიშვნელობისა და შინაარსის შესახებ მისი ერთ–ერთი ორგანიზატორი ნენო ჩარკვიანი გვიყვება: „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წლევანდელი რვა მარტი ფართო საკითხებით აღგვენიშნა. ჩვენი ძირითადი მესიჯი იყო „არ არსებობს უმუშევარი ქალი“, ამის მიზანი არის ის, რომ საშინაო შრომა აღიქმებოდეს როგორც შრომა და დიასახლისები, რომლებიც დღეს უმუშევრად ითვლებიან, სახელმწიფომ დასაქმებულებად აღიაროს“.

უფლებებიდან ყვავილებამდე – რას აღვნიშნავთ 8 მარტს [Video]

აქციის მსვლელობისას ჟღერდებოდა სხვადასხვა ტიპის მოწოდებები, მათ შორის „გამოვდივართ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“, „ჩვენ ვითხოვთ საბინაო პოლიტიკას“.

„საბინაო პოლიტიკა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ძალიან ბევრი ქალი მუდმივად განიცდის ჩაგვრას სწორედ იმიტომ, რომ მათ ხშირად წასასვლელი არსად აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ქალები გაძლიერდებიან და დაძლევენ წინაღობებს, თუ კი ეკონომიკურად გაძლიერდებიან“, – ამბობს ნენო ჩარკვიანი.

მსვლელობამდე „სოლიდარობის ქსელის“ მიერ 8 მარტის მანიფესტი გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც ყოველდღე მამლის ყივილამდე იღვიძებენ, უვლიან საქონელს, ხილ-ბოსტნის ბაღჩებს, ვენახებს, სახნავ-სათესებს, ამზადებენ სადილს, ვახშამს, მხოლოდ დაბნელებულზე შედიან სახლში და ტელევიზორთან ჩაძინებულ ოჯახის წევრებს დასაძინებლად ისტუმრებენ. მათი ყოველდღიურობა მძიმე ფიზიკურ შრომას უკავშირდება, რომელზეც ოჯახების გადარჩენა და გამოკვება დგას“.

თბილისის გარდა დღეს აქცია სახელწოდებით „ვინ თუ არა შენ! დღეს თუ არა როდის!“ ქუთაისშიც გაიმართა, სადაც მონაწილეებმა ქალთა უფლებების მოთხოვნით ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამდე მსვლელობა გამართეს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ აღვნიშნავთ 8 მარტს ქალთა დღეს
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა
8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება [Photo]
ქალთა დღე და ყვავილები ახალციხის ქუჩებში [Photo]
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა
სოფლად მცხოვრებ ქალებს ქალთა ოთახი ახალციხეში ტრენინგზე იწვევს
‘მეტი ქალი პარლამენტში’ – აქცია ახალციხეში