FM97.5 / LIVE

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება [Photo]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 08.03.2019
დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და უქმეა. იდეა ქალთა სოლიდარობის დღის აღნიშვნის შესახებ თავდაპირველად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა.

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება [Photo]

პირველად ქალთა დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა. ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო ნიუ-იორკიში, 1911 წელს Triangle Shirtwaist-ის საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი, რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.

იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

1910 წელს კოპენჰაგენში სოციალისტ-ინტერნაციონალმა ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით, დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.

ფოტოები ახალციხის ქუჩებიდან


8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება [Photo]

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება [Photo]

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება [Photo]

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება [Photo]

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება [Photo]

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება [Photo]

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება [Photo]

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა
რატომ აღვნიშნავთ 8 მარტს ქალთა დღეს
ქალთა დღე და ყვავილები ახალციხის ქუჩებში [Photo]
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა
უფლებებიდან ყვავილებამდე – რას აღვნიშნავთ 8 მარტს [Video]
ახალციხის მერიამ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა
8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალები სჭარბობენ