FM97.5 / LIVE

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.03.2018
დღეს, 8 მარტს ქალთა საერთშორისო დღე აღინიშნება. წლევანდელი 8 მარტის თემაა „დრო მოვიდა: აქტივისტები ქალთა ცხოვრების შესაცვლელად“.

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის განცხადებით, წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მიძღვნილი უპრეცედენტო გლობალური მოძრაობის პარალელურად აღინიშნება. ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, შეუერთდეს​ მთელი მსოფლიოს აქტივისტებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას 8 მარტს, რათა ერთად იზეიმოს, იმოქმედოს და შეცვალოს ქალების ცხოვრება მთელ დედამიწაზე.

„მთელ მსოფლიოში ადამიანები მობილიზებას თანასწორი მომავლისთვის ცდილობენ. ამ მცდელობამ გლობალური მსვლელობებისა და კამპანიების ფორმა მიიღო, რომელთა შორისაა #MeToo ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მიმართ პროტესტის გამოხატვის ისეთი ინიციატივები, როგორებიცაა #YoTambien მექსიკაში, ესპანეთში, სამხრეთ ამერიკასა და სხვა ქვეყნებში, #QuellaVoltaChe იტალიაში, #BalanceTonPorc საფრანგეთში, #Ana_kaman არაბულ სახელმწიფოებში, კამპანია ფემიციდის წინააღმდეგ “Ni Una Menos” („არცერთით ნაკლები“) არგენტინაში და ინიციატივები, რომლებიც თანაბარ ანაზღაურებას, ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობასა და სხვა საკითხებს უკავშირდება.

2018 წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქმნის შესაძლებლობას, რომ ეს იმპულსი, ქალების გაძლიერების მიზნით, ყველა გარემოში, ქალაქსა თუ სოფელში ქმედებაში გადაიზარდოს და იმ აქტივისტების ძალისხმევა დაფასდეს, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვისა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის დაუღალავად მუშაობენ.

გაერო-ს კომისია ქალთა სტატუსის შესახებ, მომდევნო 62-ე სესიის პრიორიტეტულ თემასთან დაკავშირებით, ქალთა საერთაშორისო დღეს ყურადღებას იმ სოფლად მცხოვრები ქალების უფლებებსა და აქტივობაზე ამახვილებს, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტსა და სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულ ქალთა 43%-ის უმრავლესობას წარმოადგენენ.

სოფლად მცხოვრებ ქალებს საკუთარი ქვეყნების საკვებით უზრუნველყოფის, სურსათის უსაფრთხოებისა და კლიმატის მიმართ გამძლეობის განმტკიცებისთვის მიწაზე მუშაობა უწევთ. თუმცა, არსებული გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის გამო, განვითარების ყველა პარამეტრით, ისინი სოფლად მცხოვრებ კაცებსა თუ ქალაქში მცხოვრებ ქალებზე უარეს პირობებში არიან.

სოფლად მცხოვრები ქალები და მათი ორგანიზაციები უდიდეს პოტენციალს ფლობენ. საარსებო საშუალებებისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად ისინი საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ. ეს ქალები ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს იყენებენ, წარმატებულ ბიზნესებს ქმნიან, ახალ უნარებს იძენენ, საკუთარი სამართლებრივი უფლებების მოპოვებაზე ზრუნავენ და არჩევნებში მონაწილეობენ. ბოლო პერიოდში ამერიკის კინემატოგრაფიის, თეატრისა და ხელოვნების დარგების წარმომადგენელმა ასობით გაბედულმა ქალმა ამ სფეროებში ძალაუფლების მქონე კაცების მხრიდან სექსუალურ შევიწროებასა და თავდასხმაზე აიმაღლა ხმა. მათ ძლიერი მოკავშირე ფერმერ ქალთა ადგილობრივ ორგანიზაციაში „Alianza Nacional de Campesinas“ იპოვეს, რადგან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ამ ქალებისთვისაც კარგად ნაცნობია“, – წერია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ქალთა საერთაშორისო დღე პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა. ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო ნიუ-იორკიში, 1911 წელს Triangle Shirtwaist-ის საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი, რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.

იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო.

ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

1910 წელს კოპენჰაგენში სოციალისტ-ინტერნაციონალმა ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით, დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა
რატომ აღვნიშნავთ 8 მარტს ქალთა დღეს
8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება [Photo]
ქალთა დღე და ყვავილები ახალციხის ქუჩებში [Photo]
სოფლად მცხოვრებ ქალებს ქალთა ოთახი ახალციხეში ტრენინგზე იწვევს
უფლებებიდან ყვავილებამდე – რას აღვნიშნავთ 8 მარტს [Video]
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მტკივნეულია ქალების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა