FM97.5 / LIVE

ჭელაში დაკავებულები 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
სოფელ ჭელაში დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ჭელაში დაკავებულები 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლესრაინდი შანთაძის, ვახტანგ მარკოიძის და გენადი აბაშიძის სასამართლო პროცესი ნახევარი საათის წინ დასრულდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პირველადი წარდგენისას განიხილა პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და ბრალდებულებს გირაოს სახით 2000 ლარის გადახდა დააკისრა. მათ აღნიშნული თანხა 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

სამივე ბრალდებულს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი და ნუგზარ სამარჯიშვილი იცავდნენ.

ადვოკატებმა სასამართლოს ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩენა სთხოვეს, თუმცა, მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„სამივე ბრალდებული გაჭირვებული ოჯახიდან არიან. მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ მათ აღნიშნული ოდენობის თანხა გადაიხადონ“,- ამბობს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

შემდეგი პროცესი 2013 წლის 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.

„16 ოქტომბრამდე გვაკისრია ვალდებულება სასამართლოს წარუდგინოთ ჩვენ ხელთ არსებული მტკიცებულებები. გამოძიება გრძელდება და შეცდებით მათი უდანაშაულობის დამტკიცებას“,-ამბობს ნუგზარ სამარჯიშვილი.

შეგახსენებთ, ამ სამი პირის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა აღძრული, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგებელს 3000 ლარის ოდენობის გირაო დააკისრეს
ჭელაში დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა წყდება
წნისში ყაჩაღობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა იწყება
საქონლის ქურდობაში ბრალდებულებს  სასამართლომ გირაო შეუფარდა
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს
3 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა