FM97.5 / LIVE

ჭელაში დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა წყდება

მთავარისამართალი 16.10.2013
გაიმართება თუ არა ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას დაკავებულების საქმის არსებითი განხილვა და რაზე შეთანხმდნენ მხარეები.

ჭელაში დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა წყდება
დღეს, 16 ოქტომბერს, ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას დაკავებულების წინა სასამართლო პროცესი გაიმართა.

პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო საირმეში მცხოვრებ ვახტანგ მარკოიძესა და რაინდი შანთაძეს, ასევე, ჭელაში მცხოვრებ გენადი აბაშიძეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამივე ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა. შემდეგ სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილა.

პროკურორის გელა მაღრაძის მიერ მტკიცებულებების ნუსხის წარმოდგენისას დარბზაში მჯდომმა ფრიდონ აბაშიძემ პროკურორსა და მოსამართლეს სთხოვა ხმამაღლა ესაუბრათ, რადგან დარბაზში მათი ხმა არ ისმოდა. მოსამართლის შენიშვნის მიუხედავად აბაშიძემ კვლავ მიკროფონებისათვის ხმის მომატება ითხოვა, ამიტო, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა იგი დარბაზიდან გააძევა.

დაცვის მხარემ ბრალდების მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავო გახადა. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებულებებს, ადვოკატების ორდენებისა და მეზობლების დახასიათებების გარდა, ყველა დანარჩენი მტკიცებულება სადავო გახადა ბრალდების მხარემაც.

თუმცა, დღეს წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლოში აღარ გამოიკვლევენ. შესაბამისად, აღარც საქმის არსებითი განხილვა გაიმართება, რადგან დაცვისა და ბრალდების მხარე სისხლის სამართლის საქმის განრიდებაზე შეთანხმდა.

„განრიდება ბრალდებულის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ნიშნავს. პირის დამნაშავედ ცნობა არ ხდება და მის მიმართ გამოყენებული იქნება გარკვეული ღონისძიებები, მაგალითად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა“, - გვითხრა სასამართლო პროცესის დასრულებისას ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა რევაზ რევაზიშვილმა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში, სამივე ბრალდებულმა პროკურატურისგან განრიდების შესახებ ოფიციალური შეთავაზება მიიღო.

„ბრალდებულები სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან და მათ 40-40 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეეფარდებათ“, - გვითხრა ბრალდებულების ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა.

მიღებული გადაწყვეტილება სამარჯიშვილს აღნიშნული საქმის ყველაზე ლოგიკურ დასასრულად მიაჩნია: „ეს რელიგიური თემაა და ამ საქმით პიარის კეთება არ შეიძლება“.

მომავალი სასამართლო პროცესი 29 ოქტომბერს გაიმართება.

„პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას და საქმეს გამოითხოვს სასამართლოდან. განრიდების ოქმი შედგება და მის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე შეწყდება“, - აცხადებს სამარჯიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სამივე ბრალდებული 26 აგვისტოს, სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟისას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. მეორე დღეს, 27 აგვისტოს, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სამივე მათგანი გირაოს, 2000 ლარის სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. საქმის შეწყვეტის გამო სამივე მათგანს გირაოს თანხა უკან დაუბრუნდება.

ჭელაში დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა წყდება

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელაში დაკავებულები 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა იწყება
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჭელაში მინარეთი კანონდარღვევით აშენდა
ქეთევან ხმალაძის საქმის არსებითი განხილვა იწყება
ახალციხის სასამართლოში ბოლო პროცესი დაიწყო
3 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე მოწმეები აღარ დაიკითხებიან