FM97.5 / LIVE

გამკაცრებული სასჯელი

მთავარისამართალი 26.03.2012
რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება. რამდენად დიდია აღნიშნული მოტივით ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი სამცხე-ჯავახეთში და რას ფიქრობენ კანონის გამკაცრებაზე რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში

რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება. რამდენად დიდია აღნიშნული მოტივით ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი სამცხე-ჯავახეთში და რას ფიქრობენ კანონის გამკაცრებაზე რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში;

კანონპროექტი უკვე პარლამენტში შევიდა. კანონში შესატანი ცვლილება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: “დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა დისკრიმინირებელი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის”.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის 54,6 პროცენტი ეთნიკურად სომეხია, 43,4 პროცენტი ეთნიკური ქართველი, 1,1 პროცენტი ეთნიკური რუსი. სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები კი რეგიონის მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.

მრავალფეროვანია რეგიონი რელიგიური უმცირესობების თვალსაზრისითაც. რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა დასახლებულ პუნქტებზე, ახალციხეში მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ერთად, ფუნქციონირებს, კათოლიკური და გრიგორიანული ტაძრებიც.

მიუხედავად რელიგიურ-ეთნიკური სიჭრელისა, იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს აღნიშნული მოტივით ჩადენილ დანაშაულთა გამო სისხლის სამართლის საქმეები არ ჰქონია.

“ორ წელზე მეტია თითქმის მთელ რეგიონს ვემსახურებით, მაგრამ ასეთი საქმე არ გვქონია, - აცხადებს იურიდიული დახმრების სამსახურის სამცხე- ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე და ამატებს, რომ რადგან პარლამენტი კანონის გამკაცრების შესახებ პროექტს განიხილავს, ესე იგი, ეს აუცილებელია – ლოგიკურია, პრობლემა არსებობს, თორემ სასჯელის გამკაცრებაზე არავინ ისაუბრებდა”.

ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირი” 1998 წლიდან მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე მუშაობს, თუმცა, ეთნიკური ან რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულებები არც აქ ახსენდებათ. მსგავსი საქმე არც რაიონულ სასამართლოს ჰქონია.

“რასობრივ, რელიგიურ ან ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებებზე სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ ასეთი საქმეები პრაქტიკაში არ გვქონია, - აცხადებს ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი – რადგან ჩვენთან არ განხილულა ასეთი საქმე, ეს იმას ნიშნავს, რომ არც პროკურატურაში შესულა”.

ისევე როგორც ზარიძე, ჯეირანაშვილიც ფიქრობს, რომ რადგან კანონის გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში დადგა, ესე იგი, ასეთი დანაშაულების ჩადენის საფრთხე დიდია: “დანაშაულის ჩამდენი სასჯელზეც ფიქრობს, თუ კანონი გამკაცრდება, ბევრმა შეიძლება უარი თქვას აღნიშნული მოტივით დანაშაულის ჩადენაზე”.

იმას, რომ რელიგიური, ეთნიკური და რასისტული მოტივით ჩადენილი დანაშაულები სამცხე-ჯავახეთში თითქმის არ არსებობს, ადვოკატი ივანე ტატალაშვილიც ადასტურებს: “რასთან დაკავშირებით ამკაცრებენ კანონს ვერ ვხვდები. საქართველოში, ჩემი ინფორმაციით, 140 სომხური სკოლა გვაქვს გახსნილი. ქსენოფობიას ჩვენთან ვერ ვხედავ”.

რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, ადვოკატი ფიქრობს, რომ მათ კანონი აქამდეც კარგად იცავდა, მათთვის ხელისშეშლა სისხლის სამართლებრივი დანაშაული იყო: “ბოლო დროს კიდევ უფრო მეტი უფლება მიენიჭათ, შეუძლიათ ოფიციალურადაც დარეგისტრირდნენ. რაში გამოიხატება მათი დაუცველობა?!”

ტატალაშვილის განცხადებით, კანონი საკმარისად მკაცრია სქესობრივი მოტივით ჩადენილი დანაშაულებების შემთხვევაშიც: “სისხლის სამართლის კანონში გვაქვს 137-ე, 138-ე და 139-ე მუხლები, რომელთა მეხუთე ნაწილებიც მუდმივ პატიმრობას ითვალისწინებს. ამაზე მკაცრი რაღა უნდა იყოს?!”

კანონპროექტის ავტორების თქმით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს რასისტული შეუწყნარებლობის მოტივს, როგორც დანაშაულის ზოგად დამამძიმებელ გარემოებას. ეს თავისთავად გულისხმობს სასჯელის გაზრდასაც.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ახალციხეში იმსჯელეს
ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
‘ქალთა მკვლელობა ყველაზე ხშირად სახლში ხდება’ - ომბუდსმენი
უფასო იურიდიული მომსახურება რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის  ქალებს
ქალთა წინადაცვეთა სისხლის სამართლის წესით დაისჯება
“თვითმყოფადობის შენარჩუნების უფლება ყველა ერს აქვს”