FM97.5 / LIVE

ახალქალაქში არასრულწლოვანი კაცის დაჭრის ბარლდებით დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 23.02.2019
ახალქალაქში, ცივი იარაღით 25 წლის კაცი დაჭრეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე სამართალდამცველებმა 16 წლის ბიჭი დააკავეს.

ახალქალაქში არასრულწლოვანი კაცის დაჭრის ბარლდებით დააკავეს

შემთხვევა 21 თებერვალს ღამით ახალქალაქში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით 25 წლის კაცმა 16 წლის მოზარდს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც 16 წლის მოზარდმა 25 წლის კაცს ჭრილობები დანით თავის, ხელისა და მუცლის არეში მიაყენა. დაჭრილი ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„როცა შემოიყვანეს მდგომარეობა მძიმე იყო, შემავალი ჭრილობა ჰქონდა მუცლის ღრუში. ოპერაცია ჩაუტარდა სწორ ნაწლვსა და ჯორჯალზე. თავსა და თითებზე მსუბუქი ჭრილობები ჰქონდა. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – გვითხრა ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერმა ალექსანდრე თოროიანმა.

პოლიციაში შეტყობინება საავადმყოფოდან შევიდა. ფაქტზე ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 16 წლის მოზარდი დააკავეს. იგი ბრალს აღიარებს.

ბრალდებულს, დღეს, 23 თებერვალს ახალქალაქის რაიონულმა სამმართველომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარზე ძიება სსკი–ის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
შვილზე ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა
დანით დაჭრილი ბიჭებიდან კლინიკაში ერთი მათგანი რჩება
მამაკაცს, რომელმაც ახალციხეში ცოლი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ახალქალაქში დანით სამი ახალგაზრდა დაჭრეს
ნინოწმინდაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა