FM97.5 / LIVE

შვილზე ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 02.07.2018
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ შვილზე ძალადობასა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვისთვის ბრალდებული შუახნის კაცის აღკვეთის ღინისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

შვილზე ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ბრალდებულმა ს.ტ–მ სასამართლო პროცესზე გირაოს შეფარდება ითხოვა, პროკურატურამ კი პატიმრობაზე იშუამდგომლა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლბა დააკმაყოფილა და ს.ტ–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. საქმის მასალების მიხედვით კი მან 28 ივნისს საკუთარ შვილს, 2005 წელს დაბადებულ ა.ტ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პოლიციამ სოფელ მოდეგამში დააკავა.

სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც ამოიღეს დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოჯახში ძალადობისა და იარაღის უკანონოდ შეძენისთვის ახალქალაქში შუახნის კაცი დააკავეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო [ვიდეო]
იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
40 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა
8 მაისის ღამეს ახალციხეში დაკავებული მამაკაცი დანაშაულს აღიარებს
ბორჯომში შსს–მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო