FM97.5 / LIVE

ახალქალაქში დანით სამი ახალგაზრდა დაჭრეს

მთავარისიახლე, სამართალი 07.02.2020
ახალქალაქში, ქორწილში დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამ ახალგაზრდას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. დაჭრილები სოფელ კუმურდოდან არიან.

ახალქალაქში დანით სამი ახალგაზრდა დაჭრეს

ჩხუბი გუშინ, ექვს თებერვალს მოხდა. ინფორმაციას სააგენტო jnews.ge ავრცელებს.

ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდები ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში, ღამით 23:50 საათზე შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ.

„ერთს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კუჭსა და გულში, ბევრი სისხლი დაკარგეს, ოპერაციები გავუკეთეთ და კატასტროფით თბილისში გადაიყვანეს, რაც შეეხება მესამე დაშავებულს, 27 წლის ბიჭს თირკმელი აქვს დაზიანებული, ოპერაცია მასაც ჩაუტარდა და ჩვენს კლინიკაში რჩება, სტაბილურ მდგომარეობაშია“, - ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი აიკანუშ გოგორიანი.

დაშავებულები 29, 27 და 23 წლის ბიჭები არიან.

საქმეზე გამოძიება 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დანით დაჭრილი ბიჭებიდან კლინიკაში ერთი მათგანი რჩება
ქორწილში მამაკაცების დაჭრაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
'მუცელი ჰქონდა გაჭრილი, სისხლში ცურავდა'– ახალციხის საავადმყოფოში 84 წლის კაცი შეიყვანეს
შსს–მ ახალქალაქში ახალგაზრდების დაჭრისთვის ორი პირი დააკავა
ახალქალაქში არასრულწლოვანი კაცის დაჭრის ბარლდებით დააკავეს
ბაკურიანში 29 წლის კაცი მოკლეს – მკვლელობის ბრალდებით მისი ძმა დააკავეს
აბასთუმანში მამაკაცი დანით დაჭრეს