FM97.5 / LIVE

ორი წლის წინ რეაბილიტირებული კულტურის სახლის სახურავი ბორჯომში ისევ სარემონტოა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 20.02.2019
ბორჯომის ხელოვნებისა და კულტურის სახლის სახურავის, ასევე, შენობაში არსებული თოჯინების თეატრის რეაბილიტაციისთვის 2017 წელს 250 000–მდე ლარი დაიხარჯა, თუმცა სახურავიდან წყალი ჩამოდის.

ორი წლის წინ რეაბილიტირებული კულტურის სახლის სახურავი ბორჯომში ისევ სარემონტოა

ბორჯომში კულტურის სახლის სახურავიდან ჩამოსული წყალი შენობაში არაერთ ოთახს აზიანებს.

„მიზეზი ისაა, რომ არასწორადაა გადახურული. კონსტრუქციაა ისეთი, რომ სახურავი ერთ ადგილზე ჩაღუნულია და წვიმის დროს წყალი გროვდება. მსგავსი კონსტრუქცია ბორჯომის მსგავს წვიმიან ადგილისთვის არ იყო რეკომენდებული, ეს ხარვეზი მშენებლების არა, მაგრამ დამპროექტებლის ბრალია“, – ამბობს ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ყიფიანი.

ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ კულტურისა და ხელოვნების ცენტრს სრული რეაბილიტაცია ბოლო ათწლეულზე მეტია არ ჩატარებია.
ინფრასტრუქტურის უფროს გიორგი ყიფიანის თქმით, წელს კულტურისა და ხელოვნების სახლს სრული რეაბილიტაცია ჩუატარდება, რისთვისაც 700 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. თუმცა, მანამდე სახურავია შესაკეთებელი: „სახურავის რემონტისთვის ხარჯთაღრიცხვა ახლა მზადდება, იქ ჟოლოპებიც არაა“.

ბორჯომის გამგეობის მიერ 2017 წელს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ნაწილის რეაბილიტაციის ტენდერში ვასილ მჭედლიძემ გაიმარჯვა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 248 269 ლარი მიიღო. მშენებელი ამბობს, რომ ეს თანხა სახურავის გასაკეთებლად საკმარისი არ იყო: „შენობის სახურავი, დაახლოებით, 1 500 კვადრატული მეტრია. სახურავის ხარისხიანად გადახურვას მეტი თანხა სჭირდებოდა, რისთვისაც 45 ათასამდე ლარი მოვითხოვე, თუმცა მხოლოდ 20 გამოყვეს. შესაბამისად სახურავის ნაწილი ისევ ხით დაფარული დარჩა".

ხელშეკრულების თანახმად მჭედლიშვილის მიერ შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა სამი წელია, ამიტომ მშენებელი სახურავის ნაწილს ხელახლა შეაკეთბს: „თუნუქის სახურავს საკუთარი ხარჯებით შევაკეთებ. ეს ის ადგილია, სადაც წყალი გროვდება და შენობაში ჩადის“.

[ავთო ინასარიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში კულტურის ცენტრისა და თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო
გამგეობამ ადმინისტრაციული  შენობის სახურავის შეკეთება დაიწყო
ვინ უნდა შეაკეთოს ადმინისტრაციის შენობის აყრილი სახურავი
ვის დაეკისრა მესხეთის თეატრის დაზიანებული სახურავის შეკეთება?
1 მლნ ლარი – ბორჯომში 7 ივნისის სტიქიის შედეგები დაითვალეს
ახალციხეში ადმინისტრაციულ შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა
ერთი წლის წინ გახსნილ თოჯინების თეატრში წყალი ისევ ჩამოდის