FM97.5 / LIVE

ერთი წლის წინ გახსნილ თოჯინების თეატრში წყალი ისევ ჩამოდის

მთავარისიახლე, ეკონომიკა 13.02.2019
ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში სახურავი, საიდანაც შენობაში წყალი ჩამოდიოდა შეაკეთეს, თუმცა ახლა სახურავის სხვა ნაწილი დაზიანდა და ამჯერად თოჯინების შესანახი ოთახი, ასევე, გარდერობი ზიანდება.

ერთი წლის წინ გახსნილ თოჯინების თეატრში წყალი ისევ ჩამოდის
ფოტო: თოჯინების თეატრი. 2018 წლის 21 თებერვალი.


„იმ მხარეს, სადაც თოჯინების შესანახი ოთახი და გარდერობი გვაქვს, წყალი მაშინ შევამჩნიეთ, როცა პირველად მოთოვა. ეს ნაწილი მერიის შენობის მხარესაა“, – ამბობს თოჯინების თეატრის დირექტორი რუსუდან სისაური.

დირექტორი ამბობს, რომ მას მერიისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს, თუმცა ფიქრობს, რომ „აუცილებლად სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს“.

შეკითხვაზე, რატომ არ შეატყობინა თვითმმართველობას ამ დრომდე სახურავის დაზიანების შესახებ, სისაური გვპასუხობს: "ჯერ ჩვენ ვნახავთ კარგად რამხელა ადგილზე ჩამოდის, რა როგორაა და მერე დავწერთ მიმართვას".

„ჯერ ჩვენთვის არ მოუმართავს, როგორც კი წერილს შემოიტანენ, სახურავს მაშინვე შევაკეთებთ", – გვითხრეს მერიაში.

ახალციხის თოჯინების თეატრი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გარემონტდა, თუმცა პროექტით გათავალისწინებული სახურავის შეკეთება არ ყოფილა.

ერთი წლის წინ გახსნილ თოჯინების თეატრში წყალი ისევ ჩამოდის

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თოჯინების თეატრი დაზიანებული ჭერის შესაკეთებლად დახმარებას მერიას სთხოვს
თოჯინების თეატრი კვირას წარმოდგენას გამართავს
ვინ იქნება ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორი
რას ნახავთ კვირას თოჯინების თეატრში
ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში წყალი ჩავიდა
ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორი გარდაიცვალა
„ურჩხული და მზეთუნახავი“ – თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება