FM97.5 / LIVE

ვის დაეკისრა მესხეთის თეატრის დაზიანებული სახურავის შეკეთება?

მთავარისაზოგადოება 15.01.2016
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სახურავს, სადაც რამდენიმე დღის წინ წყალი ჩავიდა, მშენებელი კომპანია შპს „ქრისტინე სარაშვილი“ შეაკეთებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ვის დაეკისრა მესხეთის თეატრის დაზიანებული სახურავის შეკეთება?
ახალგადახურული თეატრის სახურავიდან წყალი 8 დეკემბერს ჩავიდა.

შპს „ქრისტინე სარაშვილის“ დირექტორი ნუგზარ სარაშვილი ამბობს, რომ თეატრის გარდეროფსა და ფოიეში წყლის ჩასვლა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ბრალი არ არის: „სახურავი დაზიანებული არ არის. ჩრდილოეთის მხარეა, ზამთარში თოვლი აწვება, იყინება და წყალი უკან შემოდის“.

მისივე თქმით, მიზეზი წყლის ღარია, რომელიც სახურავზე გადადის: „წყლის ღარი შიგნით გვქონდა შემოტანილი, პროექტში ასე იყო ჩადებული, მაგრამ ამ მხარეს არ გაამართლა, ახლა გარეთ გავიტანთ და პრობლემაც მოიხსნება“.

თეატრის შენობის სახურავზე შესრულებულ სამუშაოები საექსპერტო ჯგუფმა შეისწავლა. ,,ოპტიმალ გრუპ + “–ის ექსპერტებმა სახურავი დაწესებულების ადმინისტრაციასა და სამუშაოების შემსრულებლებთან ერთად გუშინ, 14 იანვარს დაათვალიერეს. დასკვნას რამდენიმე დღეში დადებენ.

შეგახსენებთ, რომ მესხეთის თეატრის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კულტურის სამინისტრომ 140 ათასი ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ქრისტინე სარაშვილი“ ასრულებდა, თუმცა დროში გაწელილი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყდა და სამუშაოებს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

გარდა ამისა, მშენებელი კომპანია ვადაგადაცილების გამო, დაახლოებით 5.200 ლარით დაჯარიმდა. შპს „ქრისტინე სარაშვილის“ დირექტორის ნუგზარ სარაშვილის განმარტებით, თეატრის ადმინისტრაციამ ჯარიმა უსამართლოდ დააკისრა და ამიტომ სასამართლოში ჩივილს გეგმავს, ამისთვის შესაბამის დოკუმენტაციას უკვე ამზადებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრის გარდერობსა და ფოიეში წყალი ჩადის
მესხეთის თეატრს მშენებელი კომპანია სასამართლოში უჩივის
შეწყვეტილი რემონტი თეატრში და მშენებელი კომპანია ექსპერტიზის პასუხის მოლოდინში
მესხეთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა
როდის დაიწყება მესხეთის თეატრის რეაბილიტაცია
ორი წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, მესხეთის თეატრში სცენას დააგებენ
მესხეთის თეატრში სცენის მოსაწყობად  გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა