FM97.5 / LIVE

ბორჯომში კულტურის ცენტრისა და თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 07.06.2017
ბორჯომში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. შენობაში გათვალისწინებულია როგორც შიდა ინტერიერის განახლების ასევე გარე ფასადის სამუშაოები.

ბორჯომში კულტურის ცენტრისა და თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, შენობის იერსახე მთლიანად შეიცვლება და ის თანამედროვე სტილში კლასიკური ელემენტების გამოყენებით მოეწყობა: „ფასადის გარდა, შეიცვლება შენობის სახურავი. თოჯინების თეატრში დარბაზს და ფოიეს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია. შენობაში შეიცვლება ინვენტარიც“.

ამ ეტაპზე ძველი კარ-ფანჯრების, იატაკისა და ინვენტარის დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ფუნქციონირებს ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, თანამედროვე ცეკვების სტუდია, სახალხო ანსამბლი, ყოველკვირეულად კულტურის სახლის დარბაზში იმართება სხვადასხვა ღონისძიებები.
თოჯინების თეატრი კი სისტემატურად მართავს სპექტაკლებს.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოებისათის 248 269 ლარი დაიხარჯება.

ბორჯომში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამგოებამ ტენდერი აპრილში გამოაცხადა, 310,335 ლარზე. ტენდერში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა: შპს ანტუ–რაჟი და ინდ.მეწარმე ვასილ მჭედლიძე. ამ უკანასკნელმა ტენდერი 248 269 ლარით მოიგო.

ვასილ მჭედლიძესა და ბორჯომის გამგეობას შორის ხელშეკრულება 1–ელ ივნისს გაფორმდა. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა სამი წელია.

ბორჯომში კულტურის ცენტრისა და თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომში კულტურის ცენტრისა და თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომში კულტურის ცენტრისა და თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო

ასეთი იქნება ცენტრი რეაბილიტაციის შემდეგ.

ბორჯომში კულტურის ცენტრისა და თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორი წლის წინ რეაბილიტირებული კულტურის სახლის სახურავი ბორჯომში ისევ სარემონტოა
თოჯინების თეატრის შენობის რემონტი დასრულდა, დარჩენლია სცენის მოწყობა
თოჯინების  თეატრი ქალაქის ცენტრში შემოდგომით დაბრუნდება
თოჯინების თეატრის რემონტი მაისში დასრულდება
თოჯინების თეატრი ძველ ადგილს  უბრუნდება
ახალგარემონტებულ თოჯინების თეატრში წყალი ჩავიდა
ბორჯომში გურჯაანის თოჯინების თეატრს უმასპინძლებენ