FM97.5 / LIVE

საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია - რა იგეგმება ახალქალაქში?

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2019
კუმურდოსა და გოგაშენში საბავშვო ბაღების მშენებლობა მუნიციპალიტეტის და რეგიონული განვითარების ფონდის ბიუჯეტებით იგეგმება.

საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია - რა იგეგმება ახალქალაქში?

ახალქალაქის მერია კუმურდოში ას ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღის მშენებლობას წელს გეგმავს, თუმცა მშენებლობისთვის საჭირო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენა ვერ ხერხდება: „სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენაზე ტენდერს მეორედ ვაცხადებთ, პროექტებით დატვირთულები არიან და ალბათ ამიტომ არ გამოჩნდა არავინ“, - ამბობს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი.

კუმურდოში ას ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 301 ათასი ლარია გამოყოფილი.

ახალქალაქის მერის მოადგილის, შალვა ბალახაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ბაღის მშენებლობა სოფელ გოგაშენშია დაგეგმილი: „პროექტი შედგენილია და ექსპერტიზაზეა. თანამედროვე სტანდარტების ბაღი ას ბავშვზე იქნება გათვლილი“.

ბალახაძის თქმით, გოგაშენში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 540 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან არის გამოყოფილი.

მერის თქმით, ამჟამად კოჩიოსა და კულიკამის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შარშან დაწყებული ჩუნჩხის ბაღის მშენებლობა კი რამდენიმე დღეში დასრულდება.

უნანიანის თქმით, წელს მუნიციპალიტეტში სხვა ბაღის მშენებლობა არ იგეგმება, ოთხ შენობას კი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება: „ქალაქის სამივე და სოფელ დილისკას საბავშვო ბაღებს გავარემონტებთ, ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, თუმცა ეს წელს მოხდება“.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ დვირში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს [R]
ახალქალაქში, ორ სოფელში საბავშვო ბაღები აშენდება
ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება
ვალეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება
ვალეში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო
ახალი საბავშვო ბაღი ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე აშენდება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება