FM97.5 / LIVE

’რომ მოეთხოვათ სხდომაზე მივიდოდით’ – ახალციხის მერის პასუხი დეპუტატებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.02.2019
ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ საკრებულოს წევრებს სხდომაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლების მისვლა არ მოუთხოვიათ, ამიტომ მისთვის დეპუტატების საყვედურები გაუგებარია.

’რომ მოეთხოვათ სხდომაზე მივიდოდით’ – ახალციხის მერის პასუხი დეპუტატებს

„სამსახური მაშინ უნდა მივიდეს საკრებულოს სხდომაზე, როცა მათი საკითხი გადის. გუშინ ინფრასტრუქტურის საკითხი არ გადიოდა. რომელი სამსახურის ანგარიშიც გაჰქონდათ, მისი თანამშრომლები იყვნენ კიდეც. ერთ წუთში, რომელიმე სტრუქტურის წარმომადგენელი საკრებულოში ვერ მივა, მინიმუმ ნახევარი საათით ადრე მაინც უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ მისულიყვნენ. მოთხოვნა არ ყოფილა და ამიტომ ვერც ვერავინ იქნებოდა“, – ასე პასუხობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, გუშინ, 18 თებერვალს, ახალციხის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების მიერ გამოთქმულ საყვედურს იმის შესახებ, რომ საკრებულოში ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელები არ მიდიან.

ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ მერიიდან დეპუტატებს ინფორმაციას ნებისმიერ საკითხზე აწვდიან: „დასამალი არაფერია, არ ვიცი დეპუტატები რატომ ფიქრობენ ასე“.

ახალციხის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურს წელიწადზე მეტია უფროსი არ ჰყავს. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დროს ამ პოზიციაზე განაცხადი არავინ შეიტანა. ამიტომ ხელმძღვანელის მოვალეობას განყოფილების უფროსები ითავსებენ.

„თითოეული თანამშრომელი ორმაგად შრომობს, ჩემთან ერთად მუშაობენ ღამის 10–11 საათამდე. ძალიან ბევრი საქმეა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამები, რეგფონდის პროექტები, მოქალაქეების წერილები“, – ამბობს მელიქიძე და ამატებს, რომ იგი ნებისმიერ დროს მზადაა დეპუტატებთან სასაუბროდ – „ისედაც ვგეგმავ მათთან შეხვედრას. გუშინაც მინდოდა მისვლა სხდომაზე, მაგრამ ახალგაზრდული პარლამენტი იყო ჩვენთან სტუმრად, სხვადასხვა საკითხზე ვმსჯელოდბით, შეხვედრა გაგრძელდა და ვერ მივედი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქტიური კავშირი არ გვაქვს საკრებულოსთან“.

რაც შეეხება დეპუტატ ამბარცუმ ბაბოიანის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ჯაყელის ქუჩაზე, მოქალაქეებთან შეხვედრის დროს, მას მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან, ამავე ქუჩაზე განსახორციელებელი პროექტების შესახებ ტელეფონით არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, მერი სიცრუეს უწოდებს.

„მე და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები საპროექტო ორგანიზაციასთან ერთად ობიექტზე ვიყავით გასულები, როცა დეპუტატმა დარეკა და ამბობდა, უბანზე ვართ და მოდითო. იმ წუთში ვერავინ მივიდოდა, ეს შეუძლებელი იყო. თუმცა, იმავე დღეს ამ ქუჩის მოსახლეობასაც შევხვდით და ამ დეპუტატსაც“, – აცხადებს მელიქიძე.

გუშინ, 18 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ინფრასტრუქტურის სამსახური კარგად არ მუშაობს, გარდა ამისა მათ, თავიანთ სამოქმედო არიალში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ინფრასტრუქტურის სამსახური არ მუშაობს’ – ხმაური ახალციხის საკრებულოში [Video]
რატომ ვერ შეარჩიეს ახალციხის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები
ახალციხის გამგეობაში საკრებულოს დეპუტატებს საყვედურობენ
ზაზა მელიქიძე: ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება [R]
‘სტრატეგია რომ მუშავდება, საკრებულომ უნდა იცოდეს’– დეპუტატის საყვედური მერიას
‘ნაციონალების’ დეპუტატის პროტესტი საკრებულოს სხდომებს
საფინანსო სამსახური: ფორსმაჟორულ ვითარებაში ვმუშაობთ