FM97.5 / LIVE

‘ინფრასტრუქტურის სამსახური არ მუშაობს’ – ხმაური ახალციხის საკრებულოში [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 18.02.2019
ახალციხის საკრებულოს დეპუტატები ინფრასტრუქტურის სამსახურს მუშაობას უწუნებენ. დეპუტატები მათ სამოქმედო არეალში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას, ასევე, გასული წლის ანგარიშის წარდგენას ითხოვენ.

‘ინფრასტრუქტურის სამსახური არ მუშაობს’ – ხმაური ახალციხის საკრებულოში [Video]

დღეს, 18 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეორე სხდომა ჩატარდა და ცხრა საკითხი განიხილეს. მერვე საკითხად წარმოდგენილი საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის 2018 წლის ანგარიში იყო. დეპუტატების უკმაყოფილება სწორედ ამას მოჰყვა. მათი თქმით, საკრებულოსთან ანგარიში ჯერ ინფრასტრუქტურის სამსახურს უნდა წარედგინა და საფინანსო სამსახურის წარმომადგენლისთვის ამის შემდეგ უნდა მოესმინათ.

დეპუტატები ამბობენ, რომ შესრულებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია, ფაქტობრივად, არ აქვთ. ამავე სამსახურის უფროსი კი საკრებულოს სხდომებზე ანგარიშის ჩასაბარებლად არ მიდის.

„ერთი საათის წინ ვუთხარით საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს კეთილი ენება და მოსულიყო. რამდენიმე კითხვაზე გაეცათ პასუხი. ფაქტობრივად დეპუტატებმა არაფერი ვიცით. რატომ არ მოდის სამსახურის უფროსი?! თუ მერია საკრებულოს აზრს არ ითვალისწინებს, არც ჩვენ გავითვალისწინებთ. მაღალი ხელფასები აქვთ და ვითომ, კომისიის წევრებზე ბევრს მუშაობდნენ. მოვიდნენ და აგვიხსნან რას მუშაობენ, ანგარიში ჩავგაბარონ. მოსახლეობა მოდის და ითხოვს პასუხს, რა უნდა გაკეთდეს მის ქუჩაზე, ჩვენ კი ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა სხდომაზე დეპუტატმა ამბარცუმ ბაბოიანმა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამსახური კარგად არ მუშაობს: „ქალაქში, ტროტუარებიდან დაწყებული არაფერია გაკეთებული. სამი დეპუტატი ავედით ჯაყელის ქუჩაზე, დავურეკეთ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფორსს და არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდა“.



„ინფრასტრუქტურა მიუწვდომელი გახდა ჩვენთვის. 2018 წლის ანგარიში სად არის, ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ?! რაც მახსოვს სულ იძახიან ინფრასტრუქტურაში შესრულდა, შესრულდა! გვანახონ რა გაკეთდა! ასევე, მაინტერესებს რა რაოდენობის თანხა დარჩა აუთვისებელი“, – იკითხა სხდომაზე დეპუტატმა გიორგი ბეროშვილმა.

კოლეგებს დაეთანხმა დეპუტატი თამარ გოგოლაძე: „ვალდებულები არიან ჩაგვაბარონ ანგარიში, რომელი საკითხიც შემოდის, იმის წარმომადგენელი უნდა იყოს დარბაზში იმიტომ, რომ ჩნდება კითხვები. აქ საკამათო არაფერია, ვითხოვთ საკრებულო დაესწროს სპეციალისტი მაინც. დღეს ჯერ ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში უნდა მოგვესმინა, მერე საფინანსო სამსახურის.როცა საკრებულო ითხოვს უნდა მოვიდეს“.
ინფრასტრუქტურის სამსახურთან შეკითხვები აქვთ ოპოზიციონერ დეპუტატებსაც.

„სადაც კითხვებია ზუსტად ისინი არ მოდიან. გვაინტერესებს სად და რაკეთდება“, – ამბობს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ ეკა ტატალაშვილი.

ამავე პარტიის წარმომადგენელი ირინა გელაშვილი კი ამბობს, რომ მერია ნებისმიერ საკითხზე პასუხის გასაცემად წერილის მიწერას სთხოვს: „ყველაფერზე წერილობით ითხოვენ კითხვების დასმას. მე მაინტერესებს რაში დაიხარჯა სარეზერვო ფონდი“.

შეკითხვებზე – ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ დეპუტატები სხდომაზე მის დასწრებას ითხოვდნენ, თუ იცოდა ამის შესახებ, მაშინ რატომ არ მივიდა საკრებულოში, ან რატომ არ წარუდგინა ამ დრომდე დეპუტატებს გასული წლის ანგარიში, მერის მრჩეველმა ინფრასტრუქტურის საკითხებში გელვასი გელაძემ გვიპასუხა, რომ არ სცალია და ტელეფონი გაგვითიშა.

საკრებულოს აპარატის უფროსის თამარ აბულაძის განმარტებით, საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვალდებულია წლის დასაწყისიდან ორი თვის ვადაში დეპუტატებს ანგარიშიი ჩააბაროს, ინფრასტრუქტურის სამსახურს კი ვალდებულება წელიწადში მხოლოდ ერთხელ აქვს: "გასული წლის ბოლოს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი არ ყოფილა, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში საკრებულოს ქალაქის მერმა ზაზა მელიქიძემ წარუდგინა".

საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე აცხადებს, რომ დეპუტატები ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებენ და მერიის სამსახურის უფროსები ამისთვის ყოველთვის მზად არიან: „დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები და მერი საპატიო მიზეზის გამო ვერ დაესწრნენ. დამპროექტებელი ორგანიზაციები არიან ჩამოსულები და ამიტომ ვერ შეძლეს მოსვლა, თორემ მზაობა მათი მხრიდან ყოველთვის არის. მესმის, რომ ყველა დეპუტატს უნდა თავის სამოქმედო უბანსა და სოფელში იცოდეს რა კეთდება. მათი კითხვები კითხვებად არ დარჩება და მიიღებენ აუცილებლად პასუხს“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

’რომ მოეთხოვათ სხდომაზე მივიდოდით’ – ახალციხის მერის პასუხი დეპუტატებს
ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიში უმცირესობის პროტესტის ფონზე
შუსრულდა თუ არა ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტი 100%–ით?
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა
საფინანსო სამსახური: ფორსმაჟორულ ვითარებაში ვმუშაობთ
ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობას 1 ნოემბრამდე ანგარიში უნდა ჩააბარონ
ახალციხის მერმა საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დანიშნა