FM97.5 / LIVE

'გამოცდების გაუქმებით საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დონე გაუარესდება’ – შეფასებები

მთავარისიახლე, განათლება 01.02.2019
გამოსაშვები გამოცდების მოხსნას ახალციხეში მასწავლებლების ნაწილი დადებითად აფასებს, ნაწილი კი აქცენტს მოსალოდნელ საფრთხეებზე აკეთებს და ამბობს, რომ ასე შესაძლოა, საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დონემ მნიშვნელოვნად დაიწიოს.

'გამოცდების გაუქმებით საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დონე გაუარესდება’ – შეფასებები
ფოტო: არქივი. 2018 წელი.


სკოლებში საატესტატო გამოცდები მოიხსნა, ეს კი იმას ნიშანვს, რომ მოსწავლეებს სკოლის დამამთავრებელი საბუთის აღება სტანდარტიზებული გამოცდის საფუძველზე აღარ მოუწევთ და ატესტატს სკოლები ინდივიდუალური შეფასებების მიხედვით გასცემენ.

საატესტატო გამოცდების გაუქმების წინააღმდეგია მასწავლებელი ნუნუ ხვედელიძე, მისი მთავარი არგუმენტი ტექნიკურ საგნებს უკავშირდება: „საატესტატო გამოცდები უნდა ყოფილიყო, რადგან ბავშვები ასე უფრო მობილიზებული იყვნენ ტექნიკური საგნების კუთხით, თორე ჰუმანიტარულ საგნებს ისედაც სწავლობენ. პრობლემა ისაა, რომ ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეებს ინტერესი აღარ გაუჩნდებათ და ვფიქრობ, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით სწავლის ხარისხი გაუარესდება“.

საატესტატო გამოცდების გაუქმების მომხრეა პედაგოგი მაკა ჯანაშვილი, თუცა ტექნიკური საგნების ცოდნის ზღვარის შესაძლო კლებასთან დაკავშირებით იგი ხვედელიძის პოზიციას იზიარებს: „გამოცდების გაუქმებით, ბავშვები, ან მხოლოდ ტექნიკურ საგნებს აირჩევენ და, ან მხოლოდ ჰუმანიტარულს. პროფილური სწავლების მეთოდის დანერგვა კარგია, რადგან მოსწავლეს მიეცემა საშუალება თავადვე აირჩიოს ჰუმანიტარული მიმართულებით უნდა სწავლის გაგრძელება თუ ტექნიკური. მაგრამ აქ საფრთხე ისაა, რომ საქართველოში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონე ისედაც დაბალია და შესაძლოა ამ ზღვარმა კიდევ უფრო დაიწიოს, ანუ უმრალვესობამ შეიძლება ჰუმანიტარული მიმართულება აირჩიოს. რეალობაა ისაა, რომ მოსწავლეებისგან უკვე წამოვიდა საგნების დახარისხება - ეს საგანი მჭირდება, ეს საგანი არ მჭირდება“.

ახალციხის სკოლების დირექტორების უმრავლესობა ფიქრობს, რომ რეფორმა დროულია და შესაბამისად, სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებას დადებითად აფასებენ.

„საატესტატო გამოცდები ცოდნის შემფასებელი არ იყო, მოსწავლეები დროს და ენერგიას საგამოცდო ტესტების სწავლას ახმარდნენ და არა რეალური ცოდნის მიღებას“, – ამბობს კერძო სკოლა "მზექას" დირექტორი ბელა კაპანაძე.

„ბავშვები ჩამოშორებულები იყვნენ წიგნებს და გადართულები იყვნენ cat-ის გამოცდებზე. ახლა, cat-ის გამოცდებზე აღარ ექნებათ ფიქრი და იმ დროს ცოდნის მიღებას მოახმარენ“, – გვითხრა მექვსე საჯარო სკოლის დირექტორმა გია კაპანძემ.

მიუხედავად რეფორმის დადებითი შეფასებისა, კაპანაძე საბუნებისმეტყველო საგნებისადმი მოსწავლეების მხრიდან ნაკლები დაინტერესების საკითხში კოლეგებს ეთანხმება და ამბობს, რომ გამოცდების გაუქმების შემთხვევაში ტექნიკურ მიმართულებებს ძალიან ცოტა მოსწავლე აირჩევს: „საბუნებისმეტყველო საგნების კუთხით ვფიქრობ, რომ შედეგი გაუარესდება. რადგან ბავშვებს ხშირ შემთხვევაში უჭირთ ამ საგნების სწავლა, რთულია სხვა საგნებთან შედარებით და აქამდე ხელს გამოცდების ხათრით კიდებდნენ“.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური ფიქრობს, რომ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის, რადგან „მოსწავლეებს ამა თუ იმ საგანში კომპეტენციის დასადასტურებლად, სკოლაში გამოცდების ჩაბარება მაინც მოუწევთ. სკოლა გამოცდებს ჩვეულებრივ ჩაატარებს“.

ისტორიის მასწავლებელი ირმა გოგოტიშვილი ფიქრობს, რომ სკოლებში სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მეტი ძირეული ცვლილებებია განსახორციელებელი: „ბავშვების საგნისადმი დაინტერესებაზე ისევ უნდა იფიქროს სკოლამ და მასწავლებელმა, მათ ამაში ხელშეწყობა და დახმარება სჭირდებათ. ამიტომ მგონია, რომ ამ რეფორმას რაღაცა სხვა მექანიზმებიც უნდა მოაყოლონ იმისთვის, რომ ვითარება გაუმსჯობესდეს. თუ ეს რაღაც მექანიზმი არ იქნა შემუშავებული, ძლიან გაუჭირდება სკოლას მოსწავლეების სკოლაში მიყვანა“.

[თონრიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლებში საატესტატო გამოცდების განრიგი გაწერეს
რატომ გაუჭირდათ მოსწავლეებს ფიზიკა-ქიმიის გამოცდა
საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე
ახალციხეში, გამოსაშვებ გამოცდებზე,  280-დან 42 მოსწავლე ჩაიჭრა
ცვლილება საატესტატო გამოცდებში
ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა
საატესტატო გამოცდები - დღე მესამე