FM97.5 / LIVE

‘ისტორიულ აბანოებთან დაკავშირებით მესაკუთრესთან ხელშეკრულება გაფორმდება’ – ძეგლთა დაცვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.01.2019
ახალციხეში, რაბათში, შავაძეების სახლში აღმოჩენილ ისტორიულ აბანოებთან დაკავშირებით, ძეგლთა დაცვის სააგენტო მესაკუთრესთან ხელშეკრულებას გააფორმებს. ძეგლის მოვლა–პატრონობის საკითხები მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმდება.

‘ისტორიულ აბანოებთან დაკავშირებით მესაკუთრესთან ხელშეკრულება გაფორმდება’ – ძეგლთა დაცვა

კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები შავაძეების სახლში აღმოჩენილი ისტორიული აბანოების შესწავლას 30 იანვრიდან დაიწყებენ.

„იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის საკუთრებაში არსებული აბანოს ისტორიული ღირებულება დადგინდება, გაფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც მესაკუთრისა და სამსახურის ვალდებულებები განისაზღვრება. კერძო საკუთრებას არავინ ხელყოფს და თუ ეს ისტორიული ძეგლია, ამუშავდება მისი დაცვითი მექანიზმები“, – გვითხრეს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში.

უწყებაში ამბობენ, რომ თუ შავაძეებს აღმოჩენილი აბანოების ტურისტული მიზნით გამოყენება სურთ და აპირებენ, რომ ის დამთვალიერებლებს აჩვენონ, ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ეს საკითხიც ხელშეკრულებით შეთანხმდება: „ასევე, თუ კონსერვაცია–რეაბილიტაციის საკითხი დადგება, ესეც, ჩვენთან შეთანხმებული იქნება და აქ ყველა სამუშაო ჩვენი ზედამხედველობით შესრულდება. თუმცა, ჯერ ამ ძეგლის კულტურული და ისტორიული ღირებულებები უნდა განისაზღვროს“.

ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მცხოვრებმა შავაძეებმა რემონტის დროს, ერთ–ერთ ოთახში იატაკის აყრის შემდეგ, სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინეს. ნანგრევებს ძეგლთა დაცვის სააგენტო შეისწავლის.

ახალციხის მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, რომ შავაძეებს ძეგლი არ დაუზიანებიათ.

[მარიამ ბარიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘რაბათში აღმოჩენილი აბანოები არ დაუზიანებიათ’ – მერიის ძეგლთა დაცვის სამსახური
'იატაკი ავყარე და ნანგრევები დავინახე’– რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოჩნდა
შავაძეები და ძეგლთა დაცვა ისტორიული აბანოების ერთობლივ მოვლა–პატრონობაზე შეთანხმდებიან
შავაძეების სახლში ‘აღმოჩენილი’ აბანო ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილა
ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა მეჩეთის ნანგრევია და ზედ ეკლესიაა დაშენებული“
ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა შუა საუკუნეების დარანია
ნიკოლოზ ანთიძე: ‘სააგენტო შეისწავლის აქვს თუ არა მოხეს შენობას კულტურული ღირებულება’