FM97.5 / LIVE

'იატაკი ავყარე და ნანგრევები დავინახე’– რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოჩნდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.01.2019
ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მცხოვრებმა შავაძეებმა რემონტის დროს, ერთ–ერთ ოთახში იატაკის აყრის შემდეგ, სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინეს. ნანგრევებს ძეგლთა დაცვის სააგენტო შეისწავლის.

'იატაკი ავყარე და ნანგრევები დავინახე’– რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოჩნდა

ციხისძირის ქუჩაზე შავაძეებმა სახლში რემონტის გაკეთება, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაიწყეს.

„ერთ ოთახში ძველი იატაკი რომ ავყარეთ, დაბლა ნანგრევები გამოჩნდა. მე რომ გავთხოვდი და ამ სახლში მოვედი, იმის მერე ჩემი მამამთილისგან ვიცი, რომ დაბლა რაღაც ნანგრევებია, მაგრამ რა იყო არავინ ვიცოდით. ეს რაც გამოჩნდა, ალბათ გვირაბებია, როცა ახალციხეს მტერი შემოესეოდა, მაშინ იყენებდნენ და აქ იმალებოდნენ“, – გვიყვება ოჯახის დიასახლისი ციალა შავაძე.

როგორც თავად ამბობს, ოთახის ქვეშ აღმოჩენილი შენობისთვის ხელი არ უხლიათ, თუმცა ამის შესახებ, არც ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის და არც ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არ შეუტყობინებია. შავაძეებს სახლში საოჯახო სასტუმრო აქვთ და აღმოჩენილ ისტორიულ ნაწილში სტუმრების მისაღებად პატარა სივრცის მოწყობა სურდათ.

„აუცილებლად უნდა დაერეკათ ძეგლთა დაცვის სააგენტოში. არ აქვთ უფლება აქ თვითნებურად რაიმე გააკეთონ, თუ ძეგლს დააზიანებენ, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

შავაძეების სახლის ქვეშ აღმოჩენილი შენობების ფოტოები სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური ფონდის მცველს ჯუმბერ ჩოხელს ვაჩვენეთ: „ეს, დაახლოებით, მე–18 საუკუნეში აშენებული აბანოა. ამაზე მსჯელობა გუმბათის ხვრელების მიხედვითაც შეგვიძლია, აქედან სავარაუდოდ აბანოს ორთქლი გადიოდა. მსგავსი ტიპის აბანო რაბათში კიდევ გვაქვს , ის უფრო დიდია“, – გვითხრა ჩოხელმა.

'იატაკი ავყარე და ნანგრევები დავინახე’– რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოჩნდა

ახლანდელი ციხისძირის ქუჩაზე რომ ისტორიული აბანოები იყო, ამაზე ახალციხის მკვიდრი, ისტორიკოსი ცირა მესხიშვილიც საუბრობს: „ეგ სახლი ციალა შავაძის მამამთილმა რომ იყიდა, მაშინ ეგ კაცი მუზეუმში მუშაობდა. იმ დროს მეც მუზეუმის თანამშრომელი ვიყავი და მახსოვს, რომ წაგვიყვანა და გვაჩვენა აბანოები. ამის შესახებ მაშინდელ მთავრობასაც მიმართავდა, რომ რესტავრაცია ჩაეტარებინათ სიძველისთვის, თუმცა კომუნისტების დროს ვინ რას გააკეთებდა“.

ციალა შავაძე აცხადებს, რომ მან გასულ წლებში, ქალაქის მერიას იმის შესახებ, რომ მისი სახლის ქვეშ, რაღაც ისტორიული იყო და ყურადღება მიექციათ, არა ერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ: „ამ დრომდე აქ არავინ მოსულა“.

ახალციხის მერიაში კი გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ. „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარის შემდეგ კი ადგილზე მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები გაგზავნეს.

რედაქციიდან შესული ინფორმაციის შემდეგ მონიტორინგის ჯგუფი გამოგზავნა ახალციხეში ძეგლთა დაცვის სააგენტომაც: „იქ მივიდა ჩვენი ჯგუფი, გავაფრთხილეთ მესაკუთრე, რომ თვითნებურად არ დააზიანოს ნაგებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება. მერე გავგზავნით ჩვენი არქეოლოგების ჯგუფს და ისინი განსაზღვრავენ ძეგლის კულტუროლოგიურ ღირებულებას“, – გვითხრეს ძეგლთა დაცვის სამსახურში.

'იატაკი ავყარე და ნანგრევები დავინახე’– რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოჩნდა

'იატაკი ავყარე და ნანგრევები დავინახე’– რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოჩნდა



[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘რაბათში აღმოჩენილი აბანოები არ დაუზიანებიათ’ – მერიის ძეგლთა დაცვის სამსახური
შავაძეების სახლში ‘აღმოჩენილი’ აბანო ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილა
‘ისტორიულ აბანოებთან დაკავშირებით მესაკუთრესთან ხელშეკრულება გაფორმდება’ – ძეგლთა დაცვა
შავაძეები და ძეგლთა დაცვა ისტორიული აბანოების ერთობლივ მოვლა–პატრონობაზე შეთანხმდებიან
ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა შუა საუკუნეების დარანია
ახალციხის აბანოები – ქალაქის დაკარგული ისტორია [Photo]
რაბათში, ექვსი წლის წინ პარკინგისთვის გამოყოფილი ადგილი ამ დრომდე მოსაწყობია