FM97.5 / LIVE

ნიკოლოზ ანთიძე: ‘სააგენტო შეისწავლის აქვს თუ არა მოხეს შენობას კულტურული ღირებულება’

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.12.2016
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მოხეს სადავო შენობას, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭება, თუ ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ შენობის შესწავლის შემდეგ, ამ ნაგებობის კულტურული ღირებულება დადასტურდება;

ნიკოლოზ ანთიძე: ‘სააგენტო შეისწავლის აქვს თუ არა მოხეს შენობას კულტურული ღირებულება’

როგორც მოხეს კომისიის ბოლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ამავე კომისიის თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა „ე.წ. მოხეს შენობას მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სავარაუდო სახელწოდებით „სადავო საკულტო ნაგებობა“.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე კი ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შენობას მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭება, რაც კვლევის შემდეგ ამ შენობის კულტურული ღირებულება დადასტურდება: „თუ ეს დადგინდება, მიენიჭება კიდეც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ანუ ამის მიხედვით დადგინდება, რა იქნება ამ შენობის მომავალი. ამ შენობის სააგენტოსთვის გადმოცემის საკითხი არ განიხილება, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. ჩვენ მხოლოდ მუზეუმ ნაკრძალებს ვფლობთ. საკულტო ნაგებობებს კი თავისი მფლობელი ჰყავს“.

ანთიძის თქმით, ამის კვლევას დრო დასჭრიდება: „თუ არ დადგინდება, რომ შენობას კულტურული ღირებულება აქვს, მაშინ არ ვიცი რა იქნება, ალბათ სხვა მიმართულებით უნდა იმუშაოს კომისიამ“.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ ეს სხვა მიმართულება კვლავ შენობის წარმომავლობის დადგენა იყოს, ანთიძე ამბობს: „ეს შეიძლება განვიხილოთ კულტურული ღირებულების დადგენის პროცესში და არა ცალკე დამოუკიდებლად. ამას მილიონები არ სჭირდება. ახლა მთავარია გაირკვეს ის, თუ რა კომპეტენცია შეიძლება ჰქონდეს ძეგლთა დაცვის სააგენტოს“.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეს სადავო შენობას  ‘სადავო საკულტო ნაგებობის’ სტატუსი მიენიჭება
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
'ხაჭაპურის ტრადიციას' არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მესხურ ყველ 'ტენილს' არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო
მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო