FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველის აპარატი ჭელაში ხვალ ჩამოვა

მთავარისაზოგადოება 26.08.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მომხდარის შესწავლას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ხვალ, 27 აგვისტოს დაიწყებს.

სახალხო დამცველის აპარატი ჭელაში ხვალ ჩამოვა
ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭეს" სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ერემაშვილმა განუცხადა.

„ჩვენი წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე გაეცნობიან, ისინი ახალციხეს ხვალ ეწვევიან“, - განაცხადა ერემაშვილმა. მისივე თქმით, ომბუდცმენის აპარატი ხვალ გაავრცელებს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებასაც.

შეგახსენებთ, დღეს, 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში სოფლამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი იყო.

დემონტაჟის დროს დააკავეს რამდენიმე ადგილობრივი. ჭელის მცხოვრებლების განცხადებით, არიან ნაცემებიც. სოფლამდე მისასვლელი გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც მინარეთის დემონტაჟი დასრულდა. ამის შემდეგ ათობით ადგილობრივმა ახალციხეში, სამახარეო სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლა, სადაც დაპირისპირება მოხდა და კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქ მოსახლეობა ამ დრომდე რჩება. შენობიდან გამოუშვეს 7 დაკავებული, 16 შენობაში რჩება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელის მცხოვრებლების თქმით, პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ჭელას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სტუმრობენ
ჭელის მცხოვრებლების თქმით, 6 ადამიანი უგონოდაა ნაცემი
სამხარეო სამმართველოს შენობას დაკავებულები ეტაპობრივად ტოვებენ
ჭელის ინციდენტისას დაზარალებულები [Photo]
სახალხო დამცველის აპარატი ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება