FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველის აპარატი ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
საქართველოს სახალხო დამცველი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დღეს ახალციხეში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მოინახულეს დაკავებული პირები. სახალხო დამცველის აპარატი საქმის დეტალების ყველამხრივ შესწავლის შემდეგ საბოლოო შეფასებას გააკეთებს. თუმცა, იქამდე მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ყველა მხარის მოქმედება კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული.

რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია არ დაარღვიოს ამა თუ იმ პირის რელიგიური თავისუფლება და ამასთან, მიიღოს ზომები მსგავსი დარღვევების აღსაკვეთად და ამ უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რაც ვფიქრობთ დაუშვებელია და შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულად შესწავლას და სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ დაკავებული პირების საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით განხორციელდება და სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნება საქმის ყველა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებები იქნება დასაბუთებული", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სტუმრობენ
სახალხო დამცველის აპარატი ჭელაში ხვალ ჩამოვა
არჩევნების დღეს სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი იმუშავებს
საქართველოს სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ჰყავს
ახალციხეში მიმდინარე აქციას ომბუდსმენი ეხმაურება
მეხუთე სკოლაში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
სახალხო დამცველის აპარატმა ანის სკოლის საქმის შესწავლა დაიწყო