FM97.5 / LIVE

ერთი ჩვეულებრივი ფორს-მაჟორი

მთავარისიახლე, ბლოგები 19.01.2019
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

ერთი ჩვეულებრივი ფორს-მაჟორი

ათი წელია ჯავახეთში ვარ. აქ ვეღარც ზამთრით გამაკვირვებთ და ვეღარც ზაფხულით, რადგან მათი უკიდურესობანი ძალიან კარგად ვიცი...

თუმცა, უეცრად ამოვარდნილი ქარიშხალი გრიალით რომ დაეძგერება ცაში აჭრილ ხეებს და სიკვდილმისჯილებივით ყელზე ელექტროსადენების მარყუჟებს აცვამს, ჰაერში ატაცებული თეთრი ქვიშა გარეთ მყოფების ცოცხლად დამარხვას რომ ლამობს, გულში ვფიქრობ: აი, ეს ნამდვილი ფორს-მაჟორია!

ან კიდევ, დილით, სახლიდან გამოსვლისას, ხელი კარის სახელურზე რომ მიმეყინება და ჩემს მიერ ამოსუნთქული ჰაერი ყინვის წვრილ კრისტალებად სახეში შემომეფრქვევა, როცა მგონია, რომ სხეულში სისხლძარღვები თეთრ საქსოვ ძაფებად გადამექცა, გულში სიმწრით მეცინება: პასუხისმგებლობას რა ვუთხარი, თორემ ეს ხომ ფორს-მაჟორია!

მაგრამ სკოლის კარს შევაღებ თუ არა, მაშინვე დროში მოგზაურის განცდა მეუფლება, რადგან იქ გამეფებულ ატმოსფეროს გარეთ არსებულთან საერთო თითქმის არაფერი აქვს: თხელ პერანგებში გამოწყობილი გოგო-ბიჭები დერეფნებში ერთმანეთს ისე მხიარულად დასდევენ, თითქოს აქამდე სწორედ იმ გზით არ მოსულან, რომლითაც - მე. სამასწავლებლოში უხუცეს მასწავლებლებს გაბერტყილი ქუდები კარადის თავზე კოხტად გაუმწკრივებიათ, თავად კი ზარის დარეკვამდე ჭადრაკით იქცევენ თავს, ან ახლადმიღებული "ვრასტანის" ბოლო გვერდზე კროსვორდს ავსებენ.

ამის შემყურეს, მეც, გურიის მცხუნვარე მზის ქვეშ დაბადებულ-გაზრდილს, აქაური ქუდის დახურვის სურვილი მიჩნდება და აღარ ვკიცხავ ქართული საინფორმაციო არხების ამინდის პროგნოზებს, ჯავახეთის კლიმატის საზომი თერმომეტრი დღემდე რომ ვერ უპოვნიათ, აღარც განათლების სამინისტროს ვსაყვედურობ გულგრილობას, რადგან მივხვდი, რომ ის რაც დედაქალაქში და ზოგადად, ბარში ფორს-მაჟორია, ახალქალაქ-ნინოწმინდაში ერთი ჩვეულებრივი დღეა.

ერთი ჩვეულებრივი ფორს-მაჟორი

ერთი ასეთი ჩვეულებრივი ფორს-მაჟორი სწორედ ამ, 2019 წლის 14 იანვრის მიმდინარე კვირას დამიდგა, ზამთრის გახანგრძლივებულ არდადეგებს ძლივს რომ შეველიე და სკოლის დაწყებამდე შვიდი დღით ადრე ჟვანიას სკოლის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო ენის გაკვეთილების ჩასატარებლად ჯავახეთში ამოვედი. "მოცურების საწინააღმდეგო საშუალებებით“ აღჭურვილმა და სახლიდან დანიშნულების ადგილამდე 1 საათის შემდეგ ძლივს მიღწეულმა შვებით ამოსუნთქვა ვერც მოვასწარი, რომ ლამის შუბლით შევეჯახე თოვლის მყარ კედელს, რომელიც ორივე მხარეს გზის გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ აღმართულიყო. ისეთი "ღრმა კვალი" ალბათ ცხოვრებაში არსად დამიტოვებია, როგორიც იმ დღეს იმ თოვლში დავტოვე, რადგან ყოველი ნაბიჯის გადადგმისას არც მეტი, არც ნაკლები, წელამდე ვეფლობოდი.
მაგრამ სიურპრიზები ამით არ დასრულებულა. ქარბუქისაგან მოხვეტილი თოვლი სკოლის ეზოში გიგანტ ფეხმძიმე არსებასავით გულაღმა იწვა და თეთრი მუცლით შენობის კარ-ფანჯრებს სწვდებოდა.

ჰოდა, მე და ჩემი მსმენელები იმ დღეს მაშველებს უფრო ვგავდით, ვიდრე სასწავლო ჯგუფს, თოვლის უზარმაზარ ხერგილებზე ცოცხალი ჯაჭვით რომ გადაგვყავდა ერთმანეთი, მერე კი ნიჩაბით ვჭრიდით თეთრ გვირაბს და ასე მივიწევდით წინ - დანიშნულების ადგილისკენ.
აი, ასეთი გამოწვევების წინაშე გვაყენებს ჯავახეთში მომუშავე მასწავლებლებს აქაური კლიმატი. ნეტავი მოვა ისეთი დრო, როცა მომავალ თაობებს ეს ყველაფერი წარმოუდგენლად მოეჩვენება?

ერთი ჩვეულებრივი ფორს-მაჟორი

ერთი ჩვეულებრივი ფორს-მაჟორი

[ცაულინა მალაზონია]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

,,საუბარი“ მამასთან
მეცხრე მეთორმეტე
ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს
ჟვანიას სკოლის პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში
ადიგენის სკოლაში ბავშვებს სასმელი წყალი სახლიდან მიაქვთ
გამარჯობის ქარბორბალა
სამცხე–ჯავახეთში სკოლის დატოვების სურვილი 470–მდე პენსიონერმა მასწავლებელმა გამოთქვა