FM97.5 / LIVE

,,საუბარი“ მამასთან

მთავარისიახლე, ბლოგები 29.07.2018
მატასის ბლოგი

,,საუბარი“ მამასთან
მა, მე არ ვიცი სად წადი, არც არავისთვის მიკითხავს. ვიცი, რომ აქ ხარ გულში, სულ ხომ მეუბნებოდი - შენს მუჭისხელა გულში მე ვარო, მაშინ არ მჯეროდა, ამხელა და ასეთი დიდი ჩემს მუცელს ზემოთ როგორ ეტეოდი, ახლა ვიცი მართლა აქ ხარ, რაღაცნაირად. ალბათ ძალიან, ძალიან მოკუნტული, მაგრამ ჩემს გულში ხარ და მიხარია.

სკოლაში შენ რომ აღარ წამიყვან ვიცი, არადა მინდოდა შენ წაგეყვანე, რადგან მითხარი იქ ბევრი ხალხი იქნება და კისერზე შეგისვამო. შენი კისერზე როცა ვზივარ ცას ვწვდები, ჰოდა ძალიან გამიხარდა. ახლა ვიცი, დედამ უნდა წამიყვანოს. დედაც დამისვამს კისერზე, მაგრამ ცისტოლა ვერ გავხდები.

დედა ისევ მიყიდის თოჯინებს, თუმცა აღარ ეტყვი - არ უყვარს ბავშვს ეს ,,კუკლები“ და რას მოგაქვს, უყიდე ბურთი.
შენ თმებს სხვანაირად მიწნი, ასე დედამ არ იცის, ნეტა დაგკვირვებოდა და ესწავლა.

არც რაგბის თამაში იცის დედამ. ლელოზე ცისხელაზე მხოლოდ შენ მაბზრიალებდი. აწი ყველა ლელოს დადებაზე ბურთს გულთან მივიტან და დაგანახებ ახლოდან.

,,სალამურას თავგადასავალის” წაკითხვაც ვერ მოვასწარით. წელს კითხვას ვისწავლი და მე წაგიკითხავ ხმამაღლა, ხომ გაიგონებ? ჩემზე მეტად შენ გაინტერესებს რას იზამს სალამურა.

ბათუმში დელფინარიუმშიც ვერ წამიყვანე. ალბათ ბალერინაც ვერ გამოვალ, რადგან ბალეტზე სიარულს, და იმათ კიდე ფეხზე რომ იცვამენ, დამავიწყდა რაც ქვია ბევრი ფული უნდა, დედას კი მაგდენი ფული არ ექნება.

კიდევ კარგი ფრანის გაკეთება მასწავლე და ველოსიპედის ტარება.

შენი მობილური მოგვიტანეს გუშინ, რა სულ სულ ჩემი სიცილი და ცეკვები ჩაგიწერია! შენ არსად ჩანხარ. მინდოდა დამენახე.

მა, დღეს ტელევიზორში შენი სურათი აჩვენეს, შახტაში დაიღუპაო.

[მატასი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არის ერთი ქალი . . .
‘შვილების გამო  იტანს’  –  ახალციხეში ქმარმა ცოლზე იძალადა
აღარ დარჩეთ სახლებში გოგოებო!
‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი
“ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც“
‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]
'პოლრობსონი'