FM97.5 / LIVE

ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.10.2019
ახალქალაქში, სოფელ ზაკის საჯარო სკოლის მასწავლებელი აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო სკოლის გათბობისთვის, საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს. „საფრთხე, რომლის წინაშეც მე და ჩემი მოსწავლეები ვდგავართ, მაიძულებს განგაში ავტეხო“,- წერს ფეისბუქის გვერდზე მასწავლებელი.

ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

ზაკის სკოლის მასწავლებელმა, ცაულინა მალაზონიამ სკოლაში არსებულ პრობლემაზე საკუთარ ფეისბუქზე დღეს, 20 ოქტომბერს დაწერა. მისი თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემა მიმდინარე წელს დამონტაჟდა. შემოწირულობა ადგილობრივმა ბიზნესმენებმა გაიღეს, თუმცა სამუშაოების დასრულება ვერ ხერხდება.

„ვისაც ჯავახეთის სკოლებში თუნდაც ერთი ზამთარი გაუტარებია, ადვილად მიხვდება რამხელა სიკეთე და კომფორტია ეს მოსწავლეებისთვის, აქ მომუშავე პერსონალისთვის, ასევე საქართველოს ტყეებისთვის. სხვა თუ არაფერი, სკოლაში ჩაქრა 14 ღუმელი, რომელიც ყოველ სეზონზე ათეულობით კუბურ მეტრ შეშას წვავდა.

თუმცა, იმისთვის, რომ გათბობა ჩაირთოს, საქვაბეა საჭირო, რომლის მშენებლობაზე ნებართვის გაცემასაც სამინისტრო უკვე თვეებია აჭიანურებს. გასათვალისწინებელია, რომ მშენებლობა 1-2 დღეში ვერ დასრულდება, არადა დღეს 20 ოქტომბერია!“, – წერს ცაულინა მალაზონია.

მისი თქმით, სკოლის დირექცია დოკუმენტურად, კანონიერად ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, „მაგრამ საფრთხე, რომლის წინაშეც მე და ჩემი მოსწავლეები ვდგავართ, მაიძულებს განგაში ავტეხო: სულ მალე კარს მოგვადგება ზამთარი - უმკაცრესი ყინვით, აუღებელი თოვლით და დაუმთავრებელი ცენტრალური გათბობის გამო ჩვენი სკოლა მას ისეთი მოუმზადებელი შეხვდება, ღუმელის გამონაბოლქვით სავსე საკლასო ოთახები სანატრელი გაგვიხდება. ეს კი მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგიერთ სტრუქტურას უჭირს გადაწყვეტილების დროულად მიღება.

ასეთი რამ კი ნაკლებად მოხდება, თუ კი სამინისტროს წარმომადგენლები მხოლოდ კეთილმოწყობილ სკოლებში ვიზიტებს არ დასჯერდებიან და ზოგჯერ მაღალმთიანი ზონის სასწავლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობითაც დაინტერესდებიან.
ნუ გაგვყინავთ! დააჩქარეთ ნებართვა!!!“

რატომ ჭიანურდება მშენებლობაზე ნებართვის გაცემა, ამ საკითხთან დაკაშირებით "სამხრეთის კარიბჭე" განათლების სამინისტროდან პასუხს ელოდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

განათლების სამინისტრომ ზაკის სკოლას საქვაბის მშენებლობის ნებართვა მისცა
ახალქალაქის სკოლებში ისევ შეშის ღუმელით გათბებიან
მეექვსე საჯარო სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესი შეჩერდეს
ახალციხის პირველი სკოლა წელს ისევ შეშით თბება
მეექვსე სკოლაში სასაწავლო პროცესი შეწყდა
ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება
ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ