FM97.5 / LIVE

გამარჯობის ქარბორბალა

მთავარისიახლე, ბლოგები 04.08.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

გამარჯობის ქარბორბალა

სოფელ ზაკში ყველაზე პოპულარული ქართული სიტყვა “გამარჯობაა”. ამ სიტყვას მეძახიან ეზოებიდან, ქუჩებიდან, სართულებიდან... მეუბნებიან დღეში ორჯერ ან იმდენჯერ, რამდენჯერაც თვალს მომკრავენ.

დილით, სახლიდან სკოლისკენ მიმავალ გზაზე, ვგრძნობ როგორ უჩქარებენ ფეხს პატარები, მერე მომდევენ ზურგზე ჩანთამოკიდებულები თავიანთი ციცქნა ფეხებით, მესმის მათი გახშირებული სუნთქვა და დაჟინებული ნაბიჯების ხმა, ხან მეწევიან, ხან ვერა, მაგრამ იმ მაგიურ სიტყვას „გამარჯობა“ ზურგში ტყვიასავით მაინც დამახლიან ხოლმე.

სალამი ღვთისააო, ნათქვამია, ვჩერდები და პირველ რიგში მწკრივად მიმავალ ჭრელა–ჭრულა, გაბერილ ჩანთებს ვხედავ, მერე კი ნაწნავებაპრეხილ ან მოკლედგაკრეჭილ თავებს. მათ მიღმა, ეზოებიდან მომღიმარ დედებს ან ბებია–ბაბუებს, რომლებიც შვილიშვილებს სკოლაში აცილებენ. სათითაოდ, კანფეტებივით ვურიგებ თითოეულს დამსახურებულ პასუხს და ღიმილით გამოვხატავ – რა დიდი პატივია ჩემთვის მათი მისალმება.
სკოლის ეზოც მრავალხმიანი შეძახილით მხვდება. როცა სკოლის გრძელ დერეფანში შევალ და გეზს სამასწავლებლოსკენ ავიღებ, ხელმარჯვნივ, დაწყებითი კლასებისკენ, ინსტიქტურად გავიხედავ ხოლმე და იქედანაც მაშინვე ატყდება მრავალხმიანი:

–გამარჯობა!

–გამარჯობა!

–გ ა მ ა რ ჯ ო ბ ა ა ა!

სამასწავლებლოს მარცხნიდან მეთერთმეტე კლასის თერთმეტი ემოციური „გამარჯობა“ მეგებება, ხელის ქნევით, სიხარულის, სიყვარულისა და სიახლოვის გამომხატველი ჟესტებით გაჯერებული. მათ შორის ადვილად გამოვარჩევ იმას, ვინც ჩემს დანახვას დუმილით ხვდება და მაშინ კი მგონია, რომ რაღაც ისე არ არის: რაღაც ვაწყენინე ან თავად აქვს პრობლემა, რასაც დღის განმავლობაში ძალიან ფრთხილად, მაგრამ ადვილად ვარკვევ.
სამასწავლებლოში ორენოვან სალამს წარმოთქვამს ყველა, მშობლიურ ენაზე და პირადად ჩემთვის. თუ საკლასო ოთახში, საქმით გართულმა, ვინმეს ხმა ვერ გავიგონე, სათანადო პასუხის მიღებამდე მოთმინებით მეორდება – გამარჯობა მასწავლებელო!

ხშირად, როცა “გამარჯობის” ტალღას პირნათლად მოვიგერიებ, ვიხსენებ, თავიდან როგორ აოცებდა და აბრაზებდა ზოგს ჩემი ქართული სალამი. ანდაზასაც მახსენებდნენ ქუდის და სადაურობის შესახებ. ერთხელ ჩემს ნაქირავებ სახლთან სწრაფი ნაბიჯით მიმავალი მოხუცი ქალბატონი შევნიშნე, მან შემომხედა და მეც არ დავაყოვნე: გამარჯობა! ქალმა ბრაზით ამიქნია ხელი, –რა გამარჯობა! – მომაძახა და გამეცალა.

შევცბი და ძალიან მეუხერხულა, ვიდარდე კიდეც, თუმცა კვლავ ძველებურად გავაგრძელე.ზოგიერთი კოლეგა მორიდებით, მაგრამ მაინც პირდაპირ მკითხავდა, ნუთუ არ შეგიძლია, ერთი სიტყვა, ერთი სალამი ჩვენს ენაზე გვითხრაო. რაღაც ეტაპზე თითქოს გამრიყა კიდეც ამ სიტყვამ. აქეთ მე ვიდექი ჩემი გულწრფელი, მაგრამ უცხოენოვანი სალმით, იქით – ადამიანების დიდი გუნდი.

რა ძალა გადგაო, – მეტყვის ვიღაც. არავითარი ძალა. უბრალოდ, თემში ჩემი მისიის შესრულება ამგვარი ტაქტიკით დავიწყე. ვიფიქრე თუ ასე მოვიქცეოდი, ცოტა ხანში ჩემს დანახვაზე ადამიანები თავიანთ მეხსიერებაში არსებულ ყველა ნაცნობ ქართულ სიტყვას მოქმედებაში მოიყვანდნენ და კომუნიკაციის დამყარებას შეეცდებოდნენ. კომუნიკაციის დასაწყისი კი სწორედ „გამარჯობა“ იყო. ბავშვებმა გაარღვიეს ბარიერი, მათ მთელ სოფელში „გამარჯობის“ ნამდვილი ქარბორბალა დაატრიალეს. დღეს კი, როცა თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა უკვე ჩავლილია, მეზობლებს მათ ენაზე ვესალმები, ისინი კი ცდილობენ დამასწრონ: გამარჯობა!

მოლოდინი გამართლდა. ბავშვებმა იციან, რომ თუ მოახერხებენ ერთი მთავარი სიტყვის თქმას, მე გავიგებ მთელ წინადადებას. უფროსებთან ბევრად განსხვავებული სიტუაციაა, მაგრამ არც ისე უიმედო. ისინი ჩერდებიან და ზოგჯერ უსიტყვოდ, რაღაცის გახსენების ემოციებით მიღიმიან, ზოგჯერ კი მთელი წინადადებების შეკოწიწებასაც ახერხებენ: „შენი კარგი გამარჯობა“; „ვარუჟან ჩემი თორუნი“; ‘შენ სავსემ კარგი ქალი“; „რამდენი ენა ზნაეშ, იმდენი ადამიანი“... ყველაფერი კი „გამარჯობით“ დაიწყო.

[ცაულინა მალაზონია]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'თავიდან მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის ვიცოდი'– რას ცვლის ქართული ენის პროგრამა ჯავახეთში
მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში
1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება
ჩემი სტამბული  – გულო კოხოძის ბლოგი  [Photo]
უცხოობის სიამე
როდის თხოვდები?
სახლი