FM97.5 / LIVE
მუფთი ასლან აბაშიძე: აჭარელი მუსლიმები ახალციხისკენ მიემართებიან

მუფთი ასლან აბაშიძე: აჭარელი მუსლიმები ახალციხისკენ მიემართებიან

მთავარისაზოგადოება 26.08.2013
ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, 500 ადამიანამდე გზაშია და სოფელ დანისპარაულის პერიფერიებში ჩერდებიან.

მუფთი ასლან აბაშიძე: აჭარელი მუსლიმები ახალციხისკენ მიემართებიან
ფოტო: ტაბულა
„ვჩერდებით იმიტომ, რომ როგორმე სახელმწიფომ გამოიჩინოს კეთილი ნება და ეს საკითხი მშვიდობიანად გადაწყდეს. ხალხი არის აღელვებული და შეურაცხყოფილი, სპეცრაზმმა ჩაკეტა საზოგადოება, მოჭრეს მინარეთი, ვინც წინააღმდეგობა გაუწია, სასტიკად სცემეს.
მეც მრევლთან ერთად ვართ, შეიძლება გავჩერდეთ, იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დესტაბილიზაცია სახელმწიფოში და არ დაიწყოს არეულობა რელიგიის ნიადაგზე. ჩვენ რადგანაც გვინდა სტაბილურობის შენარჩუნება, იქედან გამომდინარე, დავიცდით დანისპარაულში, ხელისუფლებამ ეს საკითხი დადებითად რომ გადაჭრას“,- განაცხადა მუფთმა გაზეთ "ბათუმელებთან" საუბრისას.

სოფელ ჭელაში დღეს დილით მინარეთი დაანგრიეს, ხოლო მრევლის წარმომადგენლები სცემეს და დააკავეს. მუფტის - ასლან აბაშიძის ინფორმაციით, მრევლი ამ ფაქტის გამო არის აღშფოთებული.

შეგახსენებთ, ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა. დღეს კი ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო სოფლისკენ მიმავალი გზა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგა, რაც სოფლიდან მინარეთი გამოიტანეს. ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით,პოლიციამ ადგილობრივები დააშინა და ტელეფონები გაათიშინა.ამ წუთებში მუსლიმები სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს შენობასთან არიან შეკრებილი და დაკავებულების გამოშვებას ითხოვენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელის მცხოვრებლების თქმით, პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა
ჭელის მცხოვრებლების თქმით, 6 ადამიანი უგონოდაა ნაცემი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს
მუსლიმები დაკავებულების გამოშვებას ითხოვენ
სოფელ ჭელიდან მინარეთი გამოიტანეს
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
ტარიელ ნაკაიძე: ჭელაში მინარეთი აუცილებლად უნდა აღდგეს