FM97.5 / LIVE

‘ცეცხლის შენახვის’ და ‘ბობოლობის’ ტრადიცია – როგორ ხვდებოდნენ ძველად შობას მესხეთში [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.01.2019
ძველად მესხეთში საშობაო–საახალწლო ტრადიციები ძირითადად ბუხართან, მარცვლეულთან და საკლავთან იყო დაკავშირებული. ოჯახის უფროსს საშობაოდ სახლში ჩიტის ხორციც უნდა მიეტანა. ნახეთ როგორ ხვდებოდნენ თითქმის საუკუნის წინ შობა–ახალ წელს ახალციხის სოფლებში.

‘ცეცხლის შენახვის’ და ‘ბობოლობის’ ტრადიცია – როგორ ხვდებოდნენ ძველად შობას მესხეთში [Video]

ახალციხეში, სოფელ კლდეში მცხოვრები 91 წლის ანდრო ფერაძე: ახალ წელს ყველა აგუზგუზებულ ბუხართან უნდა ვმსხდარიყავით და ნაკვერჩხლები ისე უნდა გაგვეხურებინა, რომ გარშემო ბევრი ნაპერწკალი გადმოყრილიყო, თან უნდა გვეთქვა, „რამდენი ნაპერწკალიცაა, იმდენი ხორბალი მოგვეცი“, ან „რამდენი ნაპერწკალიცაა იმდენი სიმინდის ტარო მოგვეცი“. ბუხრიდან გადმოყრილი ნაპერწკლები სიუხვის მანიშნებელი იყო.

კიდევ ერთი ტრადიცია გვქონა, „მელიის დალოცვის“ ტრადიციას ვეძახდით. მელა ხომ ქათმებს გვპარავდა, ამიტომ ახალ წელს ავიღებდით ლობიან პურს და ღვინოს, ეზოს შემოვუვლიდით, ლობიანის ნაჭრებს ვყრიდით და ვიძახდით, „მელა შენი წილადი ესაა“. ასე მომავალი წლისთვის ქათმებს მელიებისგან ვიცავდით.

ახალი წლის ღამეს ყოველთვის თოფს ვისროდით, დილით კი მეკვლედ ვინც უნდა მოსულიყო წინასწარ ვარჩევდით და ვეპატიჟებოდით. მეკვლეობის ტრადიცია სოფელში ახლაც არის, მაგრამ სხვა ძველი ტრადიციები უკვე დავიწყებულია.

‘ცეცხლის შენახვის’ და ‘ბობოლობის’ ტრადიცია – როგორ ხვდებოდნენ ძველად შობას მესხეთში [Video]

სოფელ მუსხში მცხოვრები 86 წლის მარო ჟუჟუნაძე: ახალ წელს მთელი ოჯახი მარხვით ხვდებოდით. სამარხო კერძების გარდა სხვა საჭმელი არ კეთდებოდა. მარხვის დღეების სათვალავი რომ არ აგვრეოდა, დიდ ვაშლზე, ან კარტოფილზე იმდენ ბუმბულს ვარჭობდით რამდენი კვრიაც უნდა გვემარხულა. ამას „ბობოლობას“. „ბობოლა“ მაშინ თითქმის ყველა ოჯახში გამოსაჩენ ადგილზე ეკიდა.

საშობაოდ კი ოჯახის მამაკაცს სახლში ჩიტის ხორცი უნდა მოეტანა. მარხვის ხსნილისთვის ეს სავალდებულო იყო. რადგან მთელი ოჯახი თვეზე მეტი მარხულოიბდა და ცხიმიანს არ ჭამდა, აუცილებელი იყო რომ მარტივად გადასამუშავებელი საკვებით დაესრულებინათ მარხვა.

ტრადიცია იყო საკლავიც. ვისაც რისი საშუალება ჰქონდა იმას კლავდა, ზოგ ოჯახში ღორს, ზოგგან ცხვარს, ან ძროხას კლავდნენ საშობაოდ. თუ ღარიბი იყავი ქათამი მაინც უნდა დაგეკლა და სახლის შესასვლელთან მისი სისხლით ჯვარი გამოგესახა. მაშინ ყველა სახლის კარებზე ასე ჯვარი იყო დასმული, მაგრამ რა დატვირთვა ჰქონდა ამას დღემდე არ ვიცი.

საახალწლოდ კიდევ, თუ ოჯახს ვინმეს ფეხი უხდებოდა, იმას მეკვლეობაზე წინასწარ ვითანხმებდით. მეკვლეს ოჯახში უნდა შემოეტანა ჰალვა, ქადა, ნამცხვარი და სხვა ტკბილეული. ჩვენ კიდევ სახლში მის დასაჯენ ადგილს წინასწარ ვამზადებიდით, იქ ხორბალს, ან სიმინდს ვყრიდით. მარცვლეული ოჯახში სიმრავლისა და სიმდიდრის სიმბოლო იყო, თუმცა ჩვენ ამას უფრო იმისთვის ვაკეთებდით, რომ იმ წელს ბევრი კრუხ–წიწილი გვყოლოდა.

ახალი წელი რომ დადგებოდა, იმ ღამეს ოჯახის უფროსი ტკბილეულს და პურებს დიდ ტაბლაზე დააწყობდა, ზედ სანთელს აანთბდა და ერდოს შემოუვლიდა, თუ სანთელი არ ჩაქრებოდა, იმ წელს კარგი მოსავალი გვექნებოდა. შინ შემოსული კი ოჯახის ყველა წევრს ის თაფლიან პურებს შეგვაჭმევდა, რომ სიტკბოება დაგვბედებოდა.

‘ცეცხლის შენახვის’ და ‘ბობოლობის’ ტრადიცია – როგორ ხვდებოდნენ ძველად შობას მესხეთში [Video]

სოფელ მუსხში მცხოვრები 103 წლის ნინა ინასარიძე: ახალი წლიდან 19 იანვრამდე, წყალკურთხევამდე, ბუხარში ცეცხლი ღამითაც კი არ უნდა ჩამქრალიყო, ამას „ცეცხლის შენახვის“ ტრადიციას ვეძახდით. ამიტომ მსხვილ შეშებს ვაწყობდით, რომ დიდხანს გაეძლო. ყველაზე მთავარი საახალწლოდ ბედის პურის გამოცხობა იყო, ის ძალიან ჰგავდა ქადას, შიგნით მონეტა უნდა ჩაგეყოლებინა გამოცხობისას და ორ იანვარს, ბედობას დაგეჭრა. ვისაც მონეტა შეხვდებოდა იმ წელს ყველაზე ბედნიერი იქნებოდა.



[თორნიკე ზაზაძე, ნანა ინასარიძე – ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთში
მესხური შობა–ახალი წელი [Photo/Video]
როგორ ხვდებიან ახალ წელს შერეულ ოჯახებში
ბასილა და ბედის პური – როგორ იბედებდნენ ბარაქიან წელს ძველ მესხეთში [Photo/Video]
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოსა და მსოფლიოში
ჰალვა - ძველი, მესხური საახალწლო ტკბილეული  [Video]
მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]