FM97.5 / LIVE

მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, რეპორტაჟი 18.04.2017
ელენე და დურმიშხან ასპანიძეები, ასპინძაში, სოფელ საროში, დღემდე ძველ, დარბაზული ტიპის სახლში ცხოვრობენ. მესხურ ოდაში საპატიო ადგილს 74 წლის ელენეს მზითევი იკავებს. ამ მზითევს და ელენეს მოგონებას მამამთილთან ‘უმძრახობაზე’ ოჯახში ყველაზე მეტად უფრთხილდებიან.

მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

ასპანიძეების ოდა სოფელ საროს შუაგულში დგას. ეს დარბაზული ტიპის სახლი ახლაც ისეთია, როგორიც ოდითგან, აშენების დროს ყოფილა. დღემდე ერთ მხარეს გომურია (საქონლის სადგომი), მეორე მხარეს კი საცხოვრებელი.

ოდაში შესასვლელად ვიწრო დერეფანს მიუყვები და ოთახში ხვდები. აქ ყველაფერს შრომისმოყვარე დიასახლისის ხელი ეტყობა, – ოთახში შეშის ღუმელი და ტელევიზორი დგას, თაროზე ძველი ჩემოდნები დევს.

„მეუღლის ნაქონია, ერთში წინდები, მეორეში ძაფები და სხვადასხვა საჭირო ნივთები მიწყვია“, – გვეუბნება ელენე ასპანიძე და მეორე ოთახისკენ მიგვიძღვება. მეორე ოთახს საძინებლად იყენებენ. კედლებზე ხელით ნაქსოვი ხალიჩებია გაკრული, – „ესენი ფიჩვებია. ერთი, როცა მომიყვანეს, დედამთილმა მაჩუქა, ჩემი ქმრის და ჩემი სახელი აწერია, მეორე კი ჩემი მზითევია, დედაჩემის დედამ მომიქსოვა“.

მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video] მზითევი ამით არ ამოიწურება, ამავე ოთახში მაგიდაზე ძველებური საკერავი მანქანა, ბალიშები და კიდობანი დევს. კიდობანშიც მზითევი – თეთრეული აწყვია. ოთახში არსებულ ყველა ნივთს დიასახლისის ხელით მოქსოვილი სპეციალური გადასაფარებელი ამშვენებს.

„ჩვენ დროს მზითევი აუცილებლად უნდა მიგეტანა. 20 წლის გავთხოვდი, ნახევარი საუკუნეა ამ ყველაფერს ვინახავ“, – გვეუბნება ელენე ასპანიძე.

ოთახის დათვალიერებას ვაგრძელებთ. კედელზე, ხალიჩის შუაგულში, ძველ ქართულ სამოსში გამოწყობილი კაცის და ქალის ფოტოა: „ჩემი დედამთილ–მამამთილი არიან, საპატიო ადგილი უკავიათ“.

მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video] მამამთილს ოჯახში მხოლოდ ფოტოთი არ იხსენებენ. ელენე ამბობს, რომ მზითევთან ერთად, ამ სოფელში ძველად უმძრახობის ტრადიციას იცავდნენ და უმძრახობის შინაარსს გვიხსნის. მისი თქმით, ძველად, პატივისცემის ნიშნად, ოჯახში ახალმოყვანილი რძალი მამამთილს წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა.

„წინათ ასეთი წესი იყო, პატარძალი უნდა დაუმძრახებულიყავი, როგორ შეიძლებოდა მამამთილთან სიტყვა წარმოგეთქვა. 7 წელი ვეუმძრახე მამამთილს. მხოლოდ ხელებით ველაპარაკებოდი. ბავშვს რომ ვაჭმევდი, ჩუმად, ხან ფული შემომაძლია ხმა გამეციო, მაგრამ არ შეიძლებოდა. ეგრე არ იყო დურმიშხან?“ – საუბარში ქმარს იმოწმებს ელენე ასპანიძე.



დურმიშხანს და ელენეს 55 –წლიანი თანაცხოვრება აქვთ. მესხურ ოდაში ხუთი შვილი გაზარდეს, ოთხი ვაჟი და ერთი გოგო. მათთან არცერთი აღარ ცხოვრობს.

ოდის დატოვება ცოლ–ქმარს არასოდეს უფიქრიათ. აქ თავს კარგად გრძნობენ. ახლა ცოლ–ქმარს მხოლოდ ერთი ნატვრა აქვთ.

„ჩემი ბიჭი, რომელიც პორტუგალიაშია, ჩამოვიდეს და დავაქორწინო, მერე თუ გინდა მოვკვდე. მე უკვე გამივლია ჩემი დრო და ჩემი ხანა“,– გვეუბნება ელენე, გვემშვიდობება და ოდიდან გომურში შედის, იქ ხუთი ძროხა და ორი პატარა ხბო ელოდება, – ახალმოგებულები არიან, შვლებივით ვუვლი, ბოთლით ვაჭმევ რძეს. დილით ხუთ საათზე ვდგები, ყველაფერი უნდა მოვასწრო, საქმის მეტი რა არის შვილო?! მთელი დღე ასე ვშრომობთ ცოლ–ქმარი“.

მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]
ხმა სოფლიდან: ცხოვრება მესხურ ოდაში [Audio]
სოფელი მესხური დარბაზებით  [Photo]
როგორ ამზადებდნენ  მესხურ ოდაში ჩეჩილ ყველს [Video]
სოფელ ჭობარეთში ინგრევა ოდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [Photo]
როცა წასასვლელი არსად გაქვს - ‘ჩვენთან ამბობენ, თუ ქმარი გირტყამს, უყვარხარო’
'ზამთრის' ცოლები