FM97.5 / LIVE

ბასილა და ბედის პური – როგორ იბედებდნენ ბარაქიან წელს ძველ მესხეთში [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.12.2018
მომავალი წელი რომ ბედნიერი და ბარაქიანი ყოფილიყო, ძველად, მესხურ სოფლებში, ახალწლამდე ბასილას და ბედის პურს აცხობდნენ. ბედის პური ბედნიერების, ბასილა კი ხვავისა და ბარაქის მომტანი იყო.

ბასილა და ბედის პური – როგორ იბედებდნენ ბარაქიან წელს ძველ მესხეთში [Photo/Video]

მესხური სოფლების ნაწილში, ბედის პურისა და ბასილას ტრადიცია დღემდე შემორჩენილია. ამიტომ, როცა საახალწლოდ ფურნეები ხურდება, მათ მესხურ პურთან, სომინთან ერთად აცხობენ.

ორივე პური სომინის ცომისგან, თუმცა სხვადასხვანაირად მზადდება. ბედის პურის ცომს მრგვალ ფორმას აძლევენ და შიგ ხურდა ფულს დებენ. განსხვავებული რომ იყოს და სხვა პურში არ აირიოს, გუნდას ზემოდან ჩანგლით ხაზავენ და ისე აცხობენ. ბედის პური, ორ იანვარს ბედობას იჭრება და ოჯახში ვისაც ხურდი ფულიანი ნაჭერი შეხვდება, ის წელი მისთვის ბედნიერების მომტანი იქნება.



ბასილაც ბედის პურთან ერთად ცხვება. ცომის გუნდას ადამიანის ტანის ფორმას აძლევენ, უკეთებენ ხელებს, ფეხებს, თავს, თვალებს, პირს. ცხვირის ნაცვლად კი ნახშირს არჭობენ და ისე აცხობენ.

გამომცხვარ პურს ტაბლაზე, ხილთან ერთად დებენ და წყალკურთხევამდე, 19 იანვრამდე ინახავენ. ნათლისღებას კი დილით ოჯახის უფროსი ტაბლაზე დადებულ ბასილას სანთელს დაუნთებს, სახლს გარედან ლოცვით შემოატარებს, უფალს ბარაქასა და ბედნიერებას შესთხოვს, შემდეგ წყალს აპკურებს დაჭრის და ოჯახის წევრებს დაურიგებს.



ბასილა და ბედის პური – როგორ იბედებდნენ ბარაქიან წელს ძველ მესხეთში [Photo/Video]

ბასილა და ბედის პური – როგორ იბედებდნენ ბარაქიან წელს ძველ მესხეთში [Photo/Video]

ბასილა და ბედის პური – როგორ იბედებდნენ ბარაქიან წელს ძველ მესხეთში [Photo/Video]

ბასილა და ბედის პური – როგორ იბედებდნენ ბარაქიან წელს ძველ მესხეთში [Photo/Video]

ბასილა და ბედის პური – როგორ იბედებდნენ ბარაქიან წელს ძველ მესხეთში [Photo/Video]ბასილა


ბასილა და ბედის პური – როგორ იბედებდნენ ბარაქიან წელს ძველ მესხეთში [Photo/Video]
ბედის პური


[ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხურ სოფლებში წინასაახალწლოდ პურს ფურნეში აცხობენ [Video]
‘ცეცხლის შენახვის’ და ‘ბობოლობის’ ტრადიცია – როგორ ხვდებოდნენ ძველად შობას მესხეთში [Video]
ახალციხეში პური გაძვირდა
მესხური შობა–ახალი წელი [Photo/Video]
სეს: ‘მწარმოებლებმა მაღაზიებს შეფუთული პური უნდა მიაწოდონ’
როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთში
როგორ ხვდებიან ახალ წელს შერეულ ოჯახებში