FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ენმ–ს წევრების საქმეზე ვიდეო–მტკიცებულებები გამოიკვლიეს

მთავარისიახლე, სამართალი 19.12.2018
ახალქლაქის რაიონულ სასამართლოში ენმ–ეს წევრების აშოტ რაისიანისა და მიხაილ აგაბაბიანის ადმინისტრაციული საქმის განხილვა გაიმართა.

ახალქალაქში ენმ–ს წევრების საქმეზე ვიდეო–მტკიცებულებები გამოიკვლიეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს, 19 დეკემბერს იმ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი დაკითხეს, რომელსაც გამოძიების მტკიცებით, რაისიანმა და აგაბაბიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მოწმე პირველი გამოკითხვის დროს სხვა რამეს ამბობდა, სასამართლოში კი განსხვავებული ჩვენება მისცა. მისი ნათქვამიდან არ დასტურდება, რომ რაისიანმა და აგაბაბიანმა მას რაიმე შეურაცხყოფა მიაყენეს“, – ამბობს ენმ–ს წევრების ადვოკატი ეკა აბაშიძე.

დღესვე სხდომაზე ის ვიდე–მკტიცებულებები გამოიკვლიეს, რომლებიც ბენზინგასამართი სადგურის ვიდეო–თვალის ჩანაწერებიდან ამოიღეს.
ეკა აბაშიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მხირდან სამართალდარღვევა არც აღნიშნული ვიდეო–მტკიცებულებებით დადასტურდა.
პროცესი, დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა. მომავალი სხდომა კი ხვალ, 20 დეკემბერს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აშოტ რაისიანსა და მიხაილ აგაბაბინს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება. 30 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, „ქართული ოცნების“ წევრებთან დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ. დაპირისპირება კი წინა ღამით, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მარტუნ მკოიანის ბენზინ გასამართ სადგურებზე საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ პლაკატების ჩამოხევასთან ერთად, ენმ–ეს წევრებმა ბენზინგასამართ სადგურის თანამშრომლებს შეურაცხყოფაც მიაყენეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალაქლაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დაიწყო
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო
ახალქალაქის სასამართლოში ენმ–ს წევრების საქმის განხილვა იწყება
ადვოკატი ენმ–ს წევრების მიმართ საქმის შეწყვეტას ითხოვს
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ცემაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ
პარლამენტარის ძმამ და ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა იჩხუბეს