FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დაიწყო

მთავარისიახლე, სამართალი 09.12.2018
ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, ენმ–ს წევრების აშოტ რაისიანისა და მიხაილ აგაბაბიანის ადმინისტრაციული საქმის განხილვაზე, ვიდეო ფაილების ნაწილი გამოიკვლიეს და ორი მოწმე დაკითხეს.

ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დაიწყო
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ,“ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აშოტ რაისიანისა და მიხეილ აგაბაბიანის წინააღმდეგ იმ ადმინისტრაციული საქმის განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც, გამოძიება ენმ–ს წევრებს ბენზინ გასამართ სადგურზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.

სხდომაზე ორი მოწმე, ბენზინ გასამართი სადგურის თანამშრომლები დაკითხეს, რომლებმაც 30 ოქტომბერს ღამით მომხდარი გაიხსენეს.

„მოწმეებმა, გამოძიებისას დაკითხვის დროს სხვა ჩვენება მისცეს და სასამართლოზე სხვა. მაშინ თუ ამბობდნენ, რომ რაისიანმა და აგაბაბიანმა მათ პირადად მიაყენეს შეურცხყოფა, ახლა თქვეს რომ ვითომ, 48 აგინებდნენ და ეს, მათი შეურცხყოფაც იყო“,–ამბობს აშოტ რაისიანისა და მიხაილ აგაბაბიანის ადვოკატი ეკა აბაშიძე.

მისივე თქმით, სხდომაზე ვიდეო ფაილების ნაწილიც გამოიკვლიეს, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება არ ჩანს–„აგაბაბიანი და რაისიანი მართლაც მიდიან ბენზინ გასამართ სადგურზე და ელაპარაკებიან თანამშრომლებს, მაგრამ იქ არ ჩანს რომ სიტყვიერად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ესეც მაგათ საწინააღმდეგოზე მეტყველებს“.

სასამართლოში, საქმეზე გამოძიება კიდევ ხუთამდე მოწმეს დაკითხავს. ადმინისტრაციული საქმის შემდეგი განხილვა 19 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ აშოტ რაისიანი და მიხეილ აგაბაბიანი 30 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, „ქართული ოცნების“ წევრებთან დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ. დაპირისპირება კი წინა ღამით, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მარტუნ მკოიანის ბენზინ გასამართ სადგურებზე საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო
ახალქალაქის სასამართლოში ენმ–ს წევრების საქმის განხილვა იწყება
ახალქალაქში ენმ–ს წევრების საქმეზე ვიდეო–მტკიცებულებები გამოიკვლიეს
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა
ადვოკატი ენმ–ს წევრების მიმართ საქმის შეწყვეტას ითხოვს
ახალქალაქში ენმ–ს წევრებს პლაკატების ჩამოხევისთვის ადმინისტრაციული წესით ედავებიან
ახალქალაქში ენმ–ს წევრების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა