FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა

მთავარისიახლე, სამართალი 09.01.2019
ახალქლაქის რაიონულ სასამართლოში, ენმ–ს წევრების აშოტ რაისიანისა და მიხაილ აგაბაბიანის ადმინისტრაციულ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. მხარეები მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა

ახალქლაქის რაიონული სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აშოტ რაისიანისა და მიხეილ აგაბაბიანის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას 25 იანვარს გამოაცხადებს.

ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში ექვსი მოწმიდან ოთხი დაკითხეს, ასევე, გამოიკვლიეს ის ვიდეო–მტკიცებულებები, რომლებიც ახალქლაქის ბენზინგასამართი სადგურიდან ამოიღეს.

„ორი მოწმე არ მოიყვანა მოსარჩელე მხარემ, დანარჩენებმა აბსოლიტურად განსხვავებული ჩვენებები მისცეს. ჩემი მარწმუნებლების მხრიდან არანაირი გადაცდომა არ იკვეთება. იმედია, სასამართლო საქმის წარმოებას საერთოდ შეწყვეტს“, – ამბობს აგაბაბიანისა და რაისიანის ადვოკატი ეკა აბაშიძე.

ახალქალაქის სასამართლომ 30 ოქტომბერს ღამით ახალქალაქში ბენზინგასამართ სადგურებთან მომხდარი ინცინდენტი განიხილა. საქმის მასალების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მარტუნ მკოიანის ბენზინ გასამართ სადგურებზე მივიდნენ და საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხიეს. ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ენმ–ს წევრების საქმეზე ვიდეო–მტკიცებულებები გამოიკვლიეს
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დაიწყო
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო
ახალქალაქის სასამართლოში ენმ–ს წევრების საქმის განხილვა იწყება
ადვოკატი ენმ–ს წევრების მიმართ საქმის შეწყვეტას ითხოვს
ახალქალაქში ენმ–ს წევრების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ცემაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ