FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე სპეცსიებს 100–ზე მეტი ამომრჩეველი დაემატა

მთავარისიახლე, არჩევნები 19.12.2018
სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, სპეცსიებში ამომრჩევლის რაოდენობა 114–ით გაიზარდა. რეგიონში, სპეცსიით ყველაზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა ახალციხეში მისცა.

სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე სპეცსიებს 100–ზე მეტი ამომრჩეველი დაემატა

სამცხე–ჯავახეთის ექვსი საარჩევნო ოლქიდან გამოთხოვილი წერილობითი ინფორმაციის მიხედვით, მეორე ტურზე სპეცსიას ყველაზე მეტი ამომრჩეველი ახალციხეში დაემატა. ამ ოლქში, პირველ ტურზე სპეცსიით ხმა 248 ამომრჩეველმა მისცა, მეორე ტურზე კი ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 322–მდე გაიზარდა. ყველაზე მეტმა მოქალაქემ სპეცსიით ხმა ახალციხეში N28 უბანზე მისცა. აქ პირველ ტურში „ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს არჩევნები 24 ხმით მოუგო, მეორე ტურში კი 27–ით. ამ უბანზე 28 ნოემბერს ხმის მისაცემად შინაგან საქმეთა სამინისტროს 60 თანამშრომელი ავტობუსებით მიიყვანეს. როგორც მაშინ ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში განგვიმარტეს, რომ „ეს ამომრჩევლები ახალციხეში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ და სპეცსიაში ამიტომაც მოხვდნენ“.

29–ით მეტი პირი იყო შეყვანილი ასპინძის საარჩევნო ოლქის სპეცისებში და აქედან 24 ამომრჩეველი მხოლოდ ერთ, ასპინძის N23 უბანზე იყო დამატებული. ისევე როგორც ახალციხის საოლქო კომისიაში, ასპინძაშიც განაცხადეს, რომ „ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იქვნენ, სამსახურეობრივ მოვალეობას ასპინძაში ასრუელბდნენ და ხმასაც აქ ამიტომ აძლევდნენ“.

ახალციხესა და ასპინძასთან შედარებით, რეგიონის სხვა საარჩევნო ოლქებში სპეცსიებში შედარებთ ნაკლები ამომრჩეველია დამატებული. მაგალთად ნინოწმინდაში მხოლოდ სამი პირი დაემატა, აქ, პირველ ტურზე 202 ამორმჩეველი იყო, მეორე ტურზე კი 205–მა მისცა ხმა. ახალქლაქში პირველ ტურზე სპეცსიით 204 ამომჩეველი იყო რეგისტრირებული, მეორე ტურზე კი მათი რაოდენობა 206–მდე გაიზარდა. ბორჯომში 152 ამომრჩეველი იყო სპეცსიით და მეორე ტურზე ექვსი დაემატა. ადიგენი ერთადერთი საარჩევნო ოლქია რეგიონში სადაც სპეცსიას ამომარჩევლები კიარ დაემატა, პირიქით, ერთით შემცირდა კიდეც. ადიგენში სპეცსიაში პირველ ტურზე 126 ამომრჩეველი იყო, მეორეზე კი 125.

სპეცსიებში ამომრჩევლების რაოდენობა მეორე ტურზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზრდილი იყო. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნები“ საკუთარ ანგარიშშიც წერდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო ბიბილეიშვილი ამბობს, რომ სპეცსიებში ამომრჩევლების რაოდენობა სხვა რეგიონებში უფრო მეტად იყო გაზრდილი, ვიდრე სამცხე–ჯავახეთში: „ყველა ოლქს, ერთი განმარტება აქვს, რომ ესენი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არიან და იმიტომ გაიზარდა სიები, რომ ამ რეგინში მოუწიათ მუშაობა თუნდაც არჩევნების დღეს, როცა დაძაბული ვითარება იყო ყველგან და ამიტომ ჩვენ მტკიცებით ვერაფერს ვამბობთ, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ეს ადამიანები იმ უბნებზე მიიყვანეს, სადაც ზურაბიშვილს პირველ ტურზე ნაკლები ხმა ჰქონდა“,– ამბობს ნინო ბიბილეიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა
არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56% შეადგინა
არჩევნების მეორე ტურზე სამცხე–ჯავახეთის ოლქებში 12 საჩივარი დაიწერა
სამცხე–ჯავახეთში, მეორე ტურში, ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი უბანი ახალციხეში წააგო
სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების რაოდენობა გაიზარდა
საკმარისი იქნება თუ არა ‘ევროპელების' მხარდაჭერა სამცხე–ჯავახეთში ვაშაძის გამარჯვებისთვის
რა გავლენას მოახდენს ახალქალაქის მოვლენები მეორე ტურზე – NGO-ების შეფასებები