FM97.5 / LIVE

არჩევნების მეორე ტურზე სამცხე–ჯავახეთის ოლქებში 12 საჩივარი დაიწერა

მთავარისიახლე, არჩევნები 29.11.2018
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, 28 ნოემბერს, სამცხე–ჯავახეთის ექვსი საარჩევნო ოლქიდან საჩივრები მხოლოდ სამში დაიწერა.

არჩევნების მეორე ტურზე სამცხე–ჯავახეთის ოლქებში 12 საჩივარი დაიწერა

არჩევნების დღეს, ყველაზე მეტი, 10 საჩივარი N40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში დაიწერა, რომლის უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. როდის განიხილავს ოლქი საჩივრებს ჯერ უცნობია.

ასევე არ არის სხდომის დრო ჩანიშნული N37 ახალციხის საარჩევნო ოლქშიც, სადაც ამ დრომდე [12:00 საათი] ერთი საჩივარია შესული. ოლქის თავმჯდომარის თეა გავაშელის განმარტებით, საჩივარი პროცედურულ დარღვევებს ეხება.

მისი თქმით,ოლქში არ შესულა თუმცა, რამდენიმე საჩივარი დაიწერა უბნებზე: „ამ შემთხვევებშიც პროცედურული დარღვევები იყო, ადგილზე განიხილიეს და აღმოფხვრეს“.

არჩევნების მეორე ტურზე, ერთი საჩივარი დაიწერა N36 ბორჯომის საარჩევნო ოლქში, რომლის ავტორის „სამართლიანი არჩევნებია“.

საჩივარი კენჭისყრის ფარულობის დარღვევას ეხება –„კერძოდ, კაბინიდან გამოსულ ამომრჩეველს ოცნების წარმომადგენელი ღიად საჯაროდ უმოწმებდა, თუ რომელი კანდიდატი შემოხაზა ბიულეტენში“,–ნათქვამია საჩივარში.

არც კენჭისყრის დროს და არც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საჩივარი არ დაწერილა ნინოწმინდის, ასპინძის და ადიგენის საარჩევნო ოლქებში.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ, 28 ნოემებერს გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში 33 საჩივარი დაიწერა
ბორჯომის საარჩევნო ოლქში ერთი საჩივარი შევიდა და ისიც არ დაკმაყოფილდა
სამცხე–ჯავახეთის საოლქო კომისიებში ოთხი საჩივარი დაიწერა
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში კიდევ 3 საჩივარი შევიდა
სამცხე–ჯავახეთში არჩევნებზე 18 საჩივარი დაიწერა
ბორჯომის საოლქო კომისიას სამი საჩივარი დაემატა
სამცხე-ჯავახეთის სამ საარჩევნო ოლქში  41 საჩივარი შევიდა