FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

მთავარისიახლე, განათლება 19.12.2018
რეგიონის ექვსი საარჩევნო ოლქიდან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, პირველ ტურთან შედარებით გადასატანი ყუთის სიები თითქმის ყველა უბანზე გაიზარდა. ყველაზე მეტი ამომრჩეველი გადასატან ყუთზე ნინოწმინდის ოლქს, ყველაზე ნაკლები კი ასპინძას დაემატა.

სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

ადიგენის საარჩევნო ოლქში უდე ერთადერთი სოფელია, სადაც „ოცნების“ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ორივე უბანზე ორივე ტური წააგო. ოლქში შემავალი 18 უბნიდანაც გადასატან ყუთზე მეორე ტურში ყველაზე მეტი ამომრჩეველი სწორედ აქ დაემატა. N12 უდეს საარჩევნო უბანზე პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურზე საარჩევნო ყუთი სახლში 19–ით მეტს მიუტანეს.

ამავე უბნის ამომრჩევლები დარეჯან აზირაშვილი და ვასილ ბალახაშვილი ამბობენ, რომ მათ პირველ ტურზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით განცხადება დაწერილი ჰქონდათ, თუმცა აღნიშნულ სიაში არცერთი არ აღმოჩნდნენ.

„პირველ ტურზე მთელი დღე ველოდე და რომ არ მოვიდნენ მერე შვილიშვილმა მანქანით წამიყვანა უბანზე ხმის მისაცემად, ამიტომ მეორე ტურისთვის განცხადება ხელახლა დავწერე და სახლში მომიტანეს“, – ამბობს ბალახაშვილი.

პირველ ტურზე ხმა არ მიუცია დარეჯან აზირაშვილს, რომელიც ჯოხით გადაადგილდება: „მეორე ტურზე თავიდან რომ დავწერე განცხადება, მერე მომიტანეს ყუთი“.

ოპოზიციური პარტიის ერთ–ერთი წარმომადგენელი უდეში ამბობს, რომ პირველ ტურზე გადასატანი ყუთის სიაში N12 საარჩევნო უბანზე ის პირები არ შეიყვანეს, ვინც ოპოზიციის მხარდამჭერი იყო: „მაგალითად, ერთ–ერთი ასეთი ამომრჩეველი ოთარ გიქოშვილი იყო“.

ადიგენის ოლქში სულ გადასატანი ყუთის სიაში პირველ ტურზე 364, ხოლო მეორე ტურზე 435 ამომრჩეველი იყო. რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით ოლქში უდეს N12 უბნის შემდეგ აბასთუმანი მოდის, აქ მეორე ტურზე გადასატან ყუთს 15 კაცი დაემატა. აბასთუმანს კი ისევ უდეს, ოღონდ ამჯერად N16 უბანი მოყვება, პირველ ტურთან შედარებით ამ უბანზე გადასატანი ყუთი ცხრა ამომრჩევლით მეტს მიუტანეს.

ისევე როგორც ადიგენის, ასევე ახალციხის ოლქშიც მეორე ტურისთვის თითქმის 100 ამომრჩევლით იყო გაზრდილი გადასატანი ყუთის სია. ახალციხეში პირველ ტურზე გადასატან ყუთზე სულ – 364, ხოლო მეორე ტურზე 435 ამომრჩეველი დაფიქსირდა. დამატებული ამომრჩევლების დიდი ნაწილი კი იმ სოფლებზე მოდის, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური სომეხია. მაგალითად: ნაოხრების უბანზე 24–ით, წყალთბილის – 13–ით, აბათხევის – 11–ით, მინაძის უბანზე კი, სადაც ღრელისა და ჭაჭარაქის ამომრჩეველიც შედის ამომრჩევლის რაოდენობა 10–ით გაიზარდა.

სოფელ მინაძეში მცხოვრები მაია ბერიძე და მისი მეუღლე პირველ ტურზე საარჩევნო უბანზე თავად მივიდნენ, მეორე ტურზე კი მათ საუბნო კომისიის წევრებმა საარჩევნო ყუთი მიუტანეს: „პირველ ტურზე ჩვენმა სოფლელმა მიგვიყვანა მანქანით უბნამდე. მეორე ტურამდე მე ოპერაცია გავიკეთე, ჩემ მეუღლეს კი ისეც უჭირს გადაადგილება და ამიტომ განცხადება დავწერეთ“, – გვითხრა მაია ბერიძემ.

100–მდე ამომრჩეველი დაემატა გადასატან ყუთზე ბორჯომის ოლქსაც. აქ მაგალითად, N3 უბანზე სია 19–ით, N18 ტაძრისის უბანზე კი 13–ით იყო გაიზრდილი. დანარჩენ უბნებზე კი ორიდან ხუთკაცამდე მაინც იყო დამატებული. ამ ოლქში პირველ ტურზე გადასატანი ყუთის სიაში სულ 494 ამომრჩეველი დაფიქსირდა, მეორე ტურზე კი 595.

ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომისგან განსხვავებით, ნინოწმინდაში გადასატან ყუთზე ამომრჩევლების რაოდენობა 369–ითაა გაზარდილი. მაგალითად, N5 განძის საარჩევნო უბანზე, პირველ ტურში გადასატან ყუთზე თუ არცერთი ამომრჩეველი არ ჰყავდათ, მეორე ტურში ყუთი სახლში 40 ამომრჩეველს მიუტანეს. ანალოგიური იყო ვითარება N4 განძას საარჩევნო უბანზე. აქაც პირველ ტურში გადასატან ყუთზე არცერთი ამომრჩეველი არ ჰყავდათ, მეორე ტურზე კი ხმა ამ სიით 42–მა კაცმა მისცა. ნინოწმინდის ოლქის თითქმის 37–ვე უბანზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩევლების რაოდენობა 35–ით, 18–ით, 20–ით ან 10–ით გაზრდილი მაინცაა.

საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების რაოდენობის მატების მიხედვით ნინოწმინდას ახალქალაქი მოყვება. ახალქალაქის 70 უბნიდან პირველ ტურზე გადასატან ყუთზე – 627, მეორე ტურზე კი 851 ამომრჩეველი დაფიქსირდა. ამ ოლქში, N17 ბარალეთის უბანზე, პირველ ტურთან შედარებით გადასატანი ყუთის სია 15–ით, N11 გოკიოს უბანზე – ცხრით; N5 აზავრეთის უბანზე კი 12–ით გაზირადა.

სამაცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში, გადასატანი ყუთის სიებში ყველაზე ნაკლები სხვაობა ასპინძის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. აქ პირველ ტურზე გადასატანი ყუთი სახლში 236 და მეორე ტურზე 262 ამომრჩეველს მიუტანეს.

„სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ გადასატან ყუთზე სიები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზრდილი იყო: „სამცხე–ჯავახეთში სხვა რეგიონებთან შედარებით ეს სია ნაკლებად გაზრდილი იყო. ოლქებში გვიხსნიდნენ, რომ ამომრჩევლის ინტერესი ხმის მიცემაზე დიდი იყო და გადასატანი ყუთებში მათი მოხვედრა ამან გამოიწვია, თან ამინდიც ცუდი იყო, ვერ მივიდოდნენ უბნებამდე. თუმცას ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სიებში ამომრჩევლის ზრდა იმ უბნებზე მოხდა, სადაც ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო „ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა“.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე სპეცსიებს 100–ზე მეტი ამომრჩეველი დაემატა
არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56% შეადგინა
N35 აწყურის უბანზე 2 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
არჩევნების მეორე ტურზე სამცხე–ჯავახეთის ოლქებში 12 საჩივარი დაიწერა
გადასატანი ყუთის მოთხოვნის დრო იწურება
#32 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი ნახევარი საათით ადრე მივიდა
N1ადიგენის საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთს "ოცნების" და "ნაციონალების" წევრები გაყვებიან