FM97.5 / LIVE
დაანონსებული აქცია, რომელიც დღე, 6 აგვისტოს, ადიგენში, გამგეობის შენობასთან უნდა გამართულიყო, გადაიდო.">

‘მართლმადიდებლების უფლებების დასაცავად’ ადიგენში დაგეგმილი აქცია გადაიდო

მთავარისაზოგადოება 06.08.2013
‘მართლმადიდებლების უფლებების დასაცავად’ ორგანიზაცია ‘საზოგადოებრივი დარბაზის’ დაანონსებული აქცია, რომელიც დღე, 6 აგვისტოს, ადიგენში, გამგეობის შენობასთან უნდა გამართულიყო, გადაიდო.

‘მართლმადიდებლების უფლებების დასაცავად’ ადიგენში დაგეგმილი აქცია გადაიდო
ორგანიზაცია ‘საზოგადოებრივი დარბაზის’ თავმჯდომარე გოდერძი კუბლაშვილი ამბობს, რომ აქცია პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით გადადეს.

‘ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზედმეტი პროვოკაციები რომ აგვერიდებინა თავიდან, აქცია გადაგვედო. ხელისუფლებას მივეცით კონკრეტული ვადა ყველაფრის მშვიდობიანად გადასაწყვეტად’, - ამბობს კუბლაშვილი.

რა ვადებზეა საუბარი, ან რას გულისხმობს ‘ყველაფრის მშვიდობიან გადაწყვეტაში’, კუბლაშვილი არ აკონკრეტებს: ‘მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია’.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთს გვერდით მინარეთი მიადგეს. ჭელაში მუსლიმები და მართლმადიდებლები ცხოვრობენ. მართლმადიდებლებს მინარეთის აშენება არ გაუპროტესტებიათ, რადგან თანასოფლელ მართლმადიდებლებთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვთ. თუმცა, სოფელში, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით. ჭელაში რამდენიმე ადგილობრივმა აღმოაჩინა, რომ განცხადებას მათი სახელით ხელი აქვს მოწერილი. ამავე დროს, მეზობლები რომ არ შეაწუხონ, მუსლიმებმა გადაწყვიტეს მინარეთი დანიშნულებისამებრ არ გამოიყენონ.

‘მართლმადიდებლების უფლებების დასაცავად’ ადიგენში დაგეგმილი აქცია გადაიდო‘უბრალოდ მინარეთი წარმაოდგენს მეჩეთის აცულებელ ატრიბუტს და ის მის გვერდით უნდა იდგეს’, - ამბობს იმამის მოადგილე დავით ჩოგაძე.

ჭელაში მინარეთი ისე დამონტაჟდა, ადგილობრივებს ადიგენის გამგეობიდან მშენებლობის ნებართვა არ უთხოვიათ. საქმეს იკვლევს ადიგენის რაიონული სამმართველო. მშნებელობის ნებართვის საკითხების მოგვარების მიზნით, საქმის წამოება დაიწყო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც. გამგეობა არკვევს, ვისი საკუთრებაა მიწა, რომელზეც მეჩეთი და მინარეთი დგას.

ორგანიზაცია ‘საზოგადოებრივი დარბაზი’ მიიჩნევს, რომ მინარეთის დადგმის საკითხი უნდა გამოიძიონ. იგივე ორგანიზაცია დღეს, 6 აგვისტოს, 12.00 საათზე, ადიგენში აქციის გამართვას გეგმავდა. აქციის გამართვის მოტივად კი ჭელაში მცხოვრები მართლმადიდებლების უფლებების დაცვა სახელდებოდა.

‘მართლმადიდებლების უფლებების დასაცავად’ ადიგენში დაგეგმილი აქცია გადაიდო

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ და რატომ გეგმავს ადიგენში აქციის გამართვას?
ადიგენში მართლმადიდებლებმა აქცია გამართეს
‘საზოგადოებრივი დარბაზი’-  მინარეთის დადგმის საქმე უნდა გამოიძიონ
ადიგენის საკრებულომ ჭელის მინარეთის დემონტაჟი გადაწყვიტა
ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?
ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მინარეთიდან მოლა მრევლს არ მიმართავს