FM97.5 / LIVE

ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს

მთავარისაზოგადოება 25.07.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის გვერდით მცხოვრები მამუკა ქაფიანიძე აცხადებს, რომ მინარეთის დანგრევაზე გაკეთებულ განცხადებას ხელი მის ნაცვლად სხვამ მოაწერა.

ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს
მართლმადიდებელი მამუკა ქაფიანიძე ამბობს, რომ მრავალი წელია აქ მუსლიმები ლოცულობენ, თუმცა იგი ხმაურით არასდროს შეუწუხებიათ. ამიტომ პროტესტის გრძნობა, არც მეჩეთზე მინარეთის დადგმისას გასჩენია.

„ერთ კვირაა რაც მინარეთი დადგეს. 3-4 დღე იდგა ტრაქტორი აქ. არავის ხმა არ ამოუღია. დადგეს მინარეთი და მერე აყვირდნენ, ხელი მომიწერეო. რას მოვაწერო ხელი, როცა მეზობელი აჭარელი მყავს და გოგო აჭარლებში მყავს გათხოვილი. რას მიშლის მათი ლოცვა?!“ - კითხულობს ქაფიანიძე და ამატებს, რომ მასთან ხელის მოსაწერად არავინ მისულა, თუმცა, როგორც სოფლის რწმუნებულმა უთხრა, ადგილობრივების საერთო განცხადებაზე, რომლის თანახმადაც მინარეთის დემონტაჟი უნდა მოხდეს, მისი ხელმოწერაცაა, - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს“.

მისი თქმით, მინარეთი ისე დადგეს, რომ არავისთან შეათანხმეს, თუმცა, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა: „ახლა კიდევ ჩვენით ცდილობენ ხელის დაბანას?! მთავრობა დაანგრევს ამ მინარეთს და იტყვიან სოფელი ითხოვდაო. სოფელში გზას, ან წყალს რომ ითხოვენ, მაშინ არ ჭრის თხოვნა და განცხადება, მაგრამ ახლა გაჭრის ნამდვილად“.

ქაფიანიძეს უკვირს, რატომ სურთ მუსლიმებისთვის მინარეთის მოშლა: „10-12 გლეხი ვართ მართლმადიდებელი ამ სოფელში და ჩვენ ეკლესიას ვაშენებთ, მაგრამ მუსლიმები თავიანთი მანქანებითა და საწვავით გვეხმარებიან. არ ვიცი ვის აწყობს ეს ყველაფერი, ვის უნდა ბუნტი, ვერ ვხვდები“.

მისი თქმით, მაშინ როცა ადიგენში მუსლიმებს ასახლებდნენ, კარგად იცოდა ყველამ, რომ მეჩეთებსა და მინარეთს დადგამდნენ: „ ხულო საქართველო არ არის?! არ არიან იქ მოლები?! სამი სოფლიდან გამოდის მოლების ხმა სოფელში, მაგრამ ამ ხმის გამო ჯერ არავინ მომკვდარა. მგონია, რომ ეს ყველაფერი ვიღაცას უნდა აწყობდეს“.

შეგახსენებთ,ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთს გვერდით მინარეთი მიადგეს. მომხდარის შემდეგ სოფელში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ და სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მინარეთის ნგრევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე საპატრიარქოში არაფერი იციან
‘საზოგადოებრივი დარბაზი’-  მინარეთის დადგმის საქმე უნდა გამოიძიონ
ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?
ადიგენის საკრებულომ ჭელის მინარეთის დემონტაჟი გადაწყვიტა
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
ვინ აგროვებს ხელმოწერებს მინარეთის დასანგრევად