FM97.5 / LIVE

‘ფქვილის ფასმა სამი ლარით მოიმატა’ – ახალციხეში პური ძვირდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 12.12.2018
ახალციხეში, რამდენიმე საცხობში პურის ფასმა უკვე მოიმატა. ფქვილის გაძვირების გამო პურზე ფასის მატებას სხვა საცხობებშიც გეგმავენ.

‘ფქვილის ფასმა სამი ლარით მოიმატა’ – ახალციხეში პური ძვირდება

ახალციხეში დიდიმამიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხობში პური ხუთი თეთრით გაძვირდა. „დეკემბრის დასაწყისში ფქვილის ფასმა სამი ლარით მოიმატა. რამდენიმე თვის წინ თეთრ ფქვილს 41 ლარად ვყიდულობდით, ახლა კი 51 ლარი ღირს. ხალხი ამბობს, არჩევნები მოიგეს და ფასებს მოუმატესო“, – ამბობს მცხობელი ლია გაჩეჩილაძე.

ამავე ქუჩაზე მდებარე კიდევ ერთ საცხობში ამბობენ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში, ჯამში, ერთ ტომარა ფქვილზე ფასი 12 ლარით გაიზარდა: „თონე სამი თვის წინ გავხსენით, მაშინ 43 ლარი ღირდა ფქვილი, ახლა კი 55 ლარად ვყიდულობთ. დეკემბრის დასაწყისში გაყიდვები შემცირდა, ჩვენც ვწუხვართ და ხალხიც“, – ამბობს მესაკუთრე ნუნუ მერაბიშვილი.

პურის მცხობელების უმეტესობას პურის ფასი არ გაუზრდია, თუმცა ამბობენ, რო ფასის მატება გარდაუვალია. „ხალხის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვცდილობთ ფასს არ მოვუმატოთ, თუმცა რამდენ ხანს გავძლებთ ასე არ ვიცი, ჯიბიდან ხომ არ დავდებთ?!“ – ამბობს ერთ–ერთი მცხობელი, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე არსებულ საცხობში მუშაობს.

პენსიონერი იამზე ბერიძე ამბობს, რომ პურის ფასის მატება მის მძიმე სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს: „პენსია წამლების საყიდლად და კრედიტის პროცენტის სახდელად არ მყოფნის, მაღაზიაში კი პური გაძვირებული დამხვდა, არ ვიცი რა უნდა ვქნა.

ფქვილის ფასის მატებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პურის გაძვირება შესაძლოა უსამართლო კონკურენციის შედეგი იყოს, რის გამოც შესაბამის ორგანოებს საკითხის გამოკვლევა დაავალა: „მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე.
არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ“, - განაცხადა პრემიერმა ბრიფინგზე.

პურის ფასთან დაკავშირებით კომენტარები 10 დეკემბერს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა. გიორგი ქობულიამაც შესაძლო არასამართლიან კონკურენციაზე ისაუბრა:„პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა. ამან რასაკვირველია, გამოიწვია ჩვენი ყურადღება და ჩვენ ამას გამოვიძიებთ და შევისწავლით“.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში პური გაძვირდა
'პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს' - ლევან დავითაშვილი
საცხობში ორი თვის წინ დაპირებული ფილტრები კიდევ არ შეუცვლიათ
ახალციხეში პროდუქტზე ფასებმა მოიმატა
'გაიაფებული'ლარი და გაძვირებული პროდუქტი
ავარია ახალციხეში – ერთმანეთს პურის გადამზიდავი 'ფორდი' და 'ოპელი' შეეჯახნენ
საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]