FM97.5 / LIVE

საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 31.07.2019
ჩივილი ცუდ სეზონზე, სესხით ნაყიდი ბატუტები, გაძვირებული პური და ნაკლები დამსვენებელი.

საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]

2019 წლის ივლისი, ბორჯომი

მანანა ცერცვაძე ბორჯომის მკვიდრია. გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე ბერძნული პურის ფურნე აქვს გახსნილი. ამბობს, რომ ყველაფერი გაძვირდა და ფურნეში პურიც გააძვირა.

„ერთ ტომარა ფქვილს შარშან ზაფხულში 37 ლარად ვყიდულობდი, ახლა 55 ლარად ვყიდულობ. რა ვქნა, ამიტომაც გავაძვირე პური. შარშან პურის ფასი 60 თეთრი იყო, წელს 80 გახდა. ხალხი პურს მაინც ყიდულობს, რა ქნას აბა. შაქრის, მაკარონის, ზეთის ფასმაც მოიმატა. გამოსავალს ვერ ვხედავ, ან მე რა გამოსავალზე უნდა ვიფიქრო? მთავრობამ უნდა იფიქროს“, – ამბობს ის.

მანანა ცერცვაძე ამბობს, რომ წელს დამსვენებლების ნაკლებობაცაა.

„კანტიკუნტად თუ შემოვა ვიღაც, შარშანდელთან შედარებაც არაა. სეზონია და ახლაა გაჭირვება, ზამთარში სულ ჩაკვდება ყველაფერი“, – გვითხრა მანანა ცერცვაძემ.

საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]

„გასულ წლებთან შედარებით, საკურორტო სეზონი ჩავარდა“, – ამბობენ ბორჯომელები.

ალექსანდრე ნოზაძეს ბორჯომში პატარა სასტუმრო აქვს. სასტუმრომ წელს პირველი სტუმრები მიიღო.

„ოთხი ნომერი მაქვს და წელს პირველად გავხსენი, ამიტომაც ვერაფერს გეტყვით. სეზონს არ ვუჩივი, თუმცა სხვები წუხან და ამბობენ, რომ ცუდი სეზონი აქვთ“, – გვითხრა ალექსანდრე ნოზაძემ.

საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებიც ამბობენ, რომ, გასულ წლებთან შედარებით, წელს ტურისტების სიმცირეა. მათი თქმით, საოჯახო სასტუმროებს, ძირითადად, ქართველები სტუმრობენ.

საოჯახო სასტუმროს მფლობელი მანანა ღამბარაშვილი ამბობს: „უფრო ნაკლები ტურისტია წელს, სასტუმროს ფასიც არ მაქვს მაღალი“.

ადგილობრივი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 35 წლისაა და ბატუტი აქვს გამართული, გვეუბნება, რომ წელს სამი ბატუტი იყიდა, რადგან გასულ წლებში მისმა ახლობელმა ბატუტით კარგი მოგება ნახა.

„სამი ბატუტი სესხით ვიყიდე. ჯერ არაფერი ჩანს. აგვისტოს იმედი მაქვს. იქნება რამე გამოვიდეს. დიდი სასწაული თანხა არ ამიღია, მაგრამ გადახდა ხომ უნდა. ამხელა კურორტია და გგონია იხეირებ, მაგრამ... “ – ამბობს ის დაღონებით.

ვიღაც სიმინდს ყიდის, ვიღაც ცხენს აქირავებს, ვიღაც წყლის სასროლი პლასტმასის რევოლვერების გაყიდვით ცდილობს თავის გატანას.

კაფეებიც ღიაა. ფერად–ფერად სუვენირებს, გასაყიდად გამოდებულ ათას წვრილმანს აქვს ათვისებული მაღლა პარკისკენ მიმავალი ტროტუარები. ღია ავტობუსების სიმრავლეცაა. საბაგიროზეც რიგებია. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ტურისტების ნაკლებობაა.
ფოტო – სათამაშოები

საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]

საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]

[გულო კოხოძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში წელს ტურისტების დიდ რაოდენობას ელიან
ბორჯომელებს საკურორტო სეზონმა იმედები გაუცრუა
ახალციხეში პური გაძვირდა
‘ზაფხულში ზარალი მივიღეთ, არც ზამთრის სეზონის იმედი გვაქვს’ - ბაკურიანის სასტუმროები
ბორჯომში  სეზონის ჩავარდნის ეშინიათ
რა ღირს დასვენება აბასთუმანში
‘ფქვილის ფასმა სამი ლარით მოიმატა’ – ახალციხეში პური ძვირდება