FM97.5 / LIVE

საცხობში ორი თვის წინ დაპირებული ფილტრები კიდევ არ შეუცვლიათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.08.2018
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხობში მეპატრონეს საკვამურზე ფილტრები ორი თვის წინ უნდა გაეკეთებინა, თუმცა ახლა აცხადებს, რომ გადაიფიქრა. სექტებმრიდან საცხობში გაზის შეყვანას გეგმავს და საკვამურზე ფილტრების გაკეთება მანამდე საჭიროდ აღარ მიაჩნია.

საცხობში ორი თვის წინ დაპირებული ფილტრები კიდევ არ შეუცვლიათ

რუსთავლის ქუჩის მცხოვრებლებისთვის, აქ არსებული პურის საცხობის საკვამური ისევ პრობლემაა, კვამლი კორპუსს ედება და მის გვერდით საბავშვო სკვერს აბინძურებს: „ზაფხულია და ნორმალურად ფანჯრებს ვერც ვაღებთ, როგორც კი პურის გამოსაცხობად აინთება ფურნე გარშემო ყველაფერი კვამლში ეხვევა. დაგვპირდა მეპტრონე ფილტრებს გავაკეთებო, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა“, – ამბობენ ადგილობრივები.

პურის საცხობის მეპატრონე დავით ბალიაშვილი ორი თვის წინ აცხადებდა, რომ ახალი ფილტრები შეკვეთილი ჰქონდა და უახლოეს დღეებში დაამონტაჟებდა. ახლა კი ამბობს, რომ ფილტრების დამონტაჟება გადაიფიქრა: „გაზი შეგვყავს და სექტემბრიდან უკვე ფურნე გაზზე იმუშავებს, საკვამურისთვის ფილტრების გაკეთება აუცილებელი აღარ იქნება, ამიტომაც არ დავამონტაჟეთ“.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივები საკვამურიდან ამოსული კვამლის გამო ჯერ კიდევ ორი თვის წინ ჩიოდნენ და ამბობდნენ, რომ კვამლი სახლებში შედიოდა და საბავშვო სკვერს აბინძურებდა. ამის გამო, ადგილობრივები მერიაში განცხადების შეტანასაც აპირებდნენ, თუმცა თვითმმართველობისთვის აღარ მიუმართავთ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კვამლისგან შეწუხებული მოქალაქეები საცხობის მეპატრონეს მერიაში უჩივიან
ახალციხეში პური გაძვირდა
‘ფქვილის ფასმა სამი ლარით მოიმატა’ – ახალციხეში პური ძვირდება
ახალციხის პირველ საბავშვო ბაღში სახანძრო გამოიძახეს
იყიდება საცხობის ინვენტარი ®
ვარხანში გზის და წყლის პრობლემაა, 'სოფლის პროგრამით' კი სკვერს აკეთებენ [Video]
მგფ: ახალდაბაში სასმელი წყლის ფილტრები გამართულად მუშაობს