FM97.5 / LIVE

ახალციხეში პროდუქტზე ფასებმა მოიმატა

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.03.2020
ახალციხეში პროდუქტზე ფასებმა ბოლო სამ დღეში საგრძნობლად მოიმატა. ერთი ტომარა შაქარი 12 ლარით გაძვირდა, ასევე გაიზარდა ფქვილის, ზეთის, მაკარონის და წიწიბურას ღირებულებაც.

ახალციხეში პროდუქტზე ფასებმა მოიმატა

სურსათის მაღაზიებში მოქალაქეების რიგები არ წყდება. განსაკუთრებული მოთხოვნაა ფქვილზე, შაქარზე, წიწიბურაზე, ზეთსა და მაკარონზე.

„კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაფერი გაძვირდა. გუშინ 50 კგ–იან შაქარში 86 ლარი მივეცი, არადა სამი დღის წინ 74 გადავიხადე. შემომტანმა გააძვირა ამიტომ იძულებული ვარ, რომ ფასი მოვუმატო. ერთი კილო შაქარი 1,50 ლარი ღირდა ახლა 2 ლარად ვყიდი. ყველაფერი ხელოვნურად ხდება, როგორ შეიძლება სამ დღეში ასე გაძვირდეს“,–გვითხრა თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი მარკეტის მეპატრონემ.

მისი თქმით, ბოლო ერთი კვირაა რაც პროდუქტზე ფასების მომატება დაიწყო.

„აი ნახეთ, წყალს 2 ლარად ვყიდდი, შემომტანმა ახლა 2,20 ლარი დაადო, ესეც სხვა ქვეყნიდან ხომ არ შემოდის?! მოიმატა ზეთმაც, მაკარონმაც. 8 ლარში ვღებულობდი, გუშინ 9 ლარი გადავიხადე. კიდევ რამდენით გაძვირდება არ ვიცი“,–ამბობს მაღაზიის მეპატრონე.

ადგილობრივები შიშობენ, რომ პროდუქტზე ფასი შეიძლება კიდევ გაიზარდოს, ამიტომ სურსათის მომარაგება დაიწყეს. მათი თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ სურსათის შემომტანმა კომპანიებმა ფასები ხელოვნურად არ გაზარდონ.

„ვიყიდე მაკარონი, ზეთი, რაც მჭირდებოდა, მერე შეძლება კიდევ გაძვირდეს“, – ამბობს აბასთუმანში მცხოვრები სვეტლანა ფილიმონოვა.

მაღაზიების მეპატრონეები ამბობენ, რომ საკმარისი მარაგი აქვთ და ამ კუთხით მოსახლეობას სანერვიულო არ აქვს.

„გუშინ ვიყიდე მაღაზიისთვის პროდუქტი. საწყობში ყველაფერი იყო, მაკარონი ვერ ვიყიდე მარტო და დაგვამშვიდეს, რომ თბილისიდან მოაქვთ კონტეინერებით და დღეს ღამე ჩამოვა, მე ვფიქრობ ჯერ მაგის საშიშროება არ არის,“– გვითხრა ერთ–ერთი მაღაზიის მეპატრონემ.

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ იქნება და ამის საშიშროება არ არსებობს.

"თქვენგან რაც გვინდა, ისაა, რომ სასაწყობე ნაშთები იყოს შესაბამის დონეზე და სადისტრიბუციო ქსელში რომ პრობლემები არ შეიქმნას. თან ვიცით ობიექტურად ციფრებით, რომ საფუძველი დეფიციტური მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ, გადავწყვიტოთ ეს პრობლემები ისე, რომ თქვენგან უნდა მივიღო სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული კონკრეტული წინადადებები და დაპირებები. ჩვენი მხრიდან ჩვენ ავიღებთ იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენი ვალდებულებაა და შევასრულებთ. ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ უნდა იგრძნოს საფუძველი არ არის უბრალოდ ამის. მთლიანად მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით დღევანდელ გამოწვევებთან", - განაცხადა 14 მარტს გიორგი გახარიამ სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, ახალი კორონა ვირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. 17 მარტის მონაცემებით ქვეყანაში ვირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა.

ახალციხეში პროდუქტზე ფასებმა მოიმატა

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ აპირებს ხელისუფლება 9 პირველად პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას
საახალწლო ბაზარი - რა ღირს პროდუქტი ახალციხის ბაზარში
’ერთ ცალში ლარი გადავიხადე’ – ბორჯომსა და ახალციხეში პირბადეების დეფიციტია
'პრემიერის დავალებაა, რომ 7 უმთავრეს პროდუქტზე შენარჩუნდეს ფასები' - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
'პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს' - ლევან დავითაშვილი
ახალციხეში პური გაძვირდა
სტომატოლოგიური მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს – რას ამბობენ ახალციხის კლინიკებში