FM97.5 / LIVE

GDI: ჯავახეთში მწვავედ დგას გოგონათა ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის პრობლემა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 12.12.2018
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ კვლევის მიხედვით, იქ სადაც რელიგიური და ეთნიკური უმცირესოებები ცხოვრობენ, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირად ფიქსირდება. პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლებისადმი სამართალდამცავებისა და საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულებაც.

GDI: ჯავახეთში მწვავედ დგას გოგონათა ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის პრობლემა

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) პროექტი 2017 წლის 15 აპრილიდან 2018 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავდა. მისი მიზანი საქართველოში მცხოვრებ რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებში, ქალთა და გოგონათა უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. პროექტი, ასევე, თემში ქალებისა და გოგონებისთვის მართლმსა ჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას გულისხმობდა. GDI აღნიშნულ პროექტს ნინოწმინდის, ახალციხის, ახალქალაქის, ხულოს, შუახევისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახორციელებდა.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ნინოწმინდა, ახალქალაქი, ხულოს რამდენიმე სოფელი განსაკუთრებით მწვავედ დგას გოგონათა ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის, განსაკუთრებით, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, პრობლემა. მაგალითად, ნინოწმინდასა და ახალქალაქში მცხოვრებ ეთნიკურად სომხურ თემში ახალგაზრდა გოგონები ვალდებულნი არიან, ფინანსური შემოსავალი მეუღლის დედას გადასცენ, რომელიც შემდგომ საჭიროებისამებრ გადაწყვეტს, თანხა ოჯახის წევრებს რა ოდენობით გადაუნაწილოს. ოჯახის წევრებს შორის მსგავსი დამოკიდებულება ამ უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა დიდ უმრავლესობაში ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება. დამკვიდრებული სტერეოტიპები ქალისა და მამაკაცის სოციალური როლის შესახებ, თაობიდან თაობას გადაეცემა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.

კვლევაში განხილულია ქალზე ძალადობის ის შემთხვევები, რომლებზეც „სამხრეთის კარიბჭე“ წერდა.

საქმე ეხება ახალციხეში 2017 წლის 25 ივლისს მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ.-მ სიდედრს ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, ცოლს კი პისტოლეტით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები.

„უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცავები ფლობდნენ ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ, თუმცა ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ. სამართალდამცავები საფუძვლად ო.-ს პოზიციაზე უთითებდნენ, რომლითაც იგი უარს აცხადებდა საჩივრის შეტანაზე. თავის მხრივ, მსხვერპლის ასეთი ქმედების მიზეზი წლების განმავლობაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იყო“, – ნათქვამია კვლევაში.

GDI–ის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ წლებთან შედარებით, სახელმწიფოს პოლიტიკა ოჯახში ძალადობისა და ქალთა უფლებების დასაცავად უფრო მკაცრია. ამის შედეგი კი ძალადობის შემთხვევის შემდეგ, ქალთა მიმართვიანობის სტატისტიკის გაზრდაა.

შსს–ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს პოლიციელებმა 5472 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს . აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წელთან შედარებით, შემცირებულია შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი. 2018 წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებლებით, ოჯახურ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო 4 339 საქმეზე, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 50-ით მეტია.

GDI –ის ანგარიშში წერია, რომ მიუხედავად სახელმწიფოს პოზიტიური და ქმედითი ნაბიჯებისა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა დღემდე განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში, სადაც ზოგადი ფონი ისევ დისკრიმინაციულია: „ ჩვენს წარმოებაში არსებულ საქმეებში გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავთა ნაწილს კვლავ გულგრილი დამოკიდებულება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისადმი, კერძოდ, ისინი ხშირად ცდილობენ დაინახონ ქალის ბრალი ოჯახში ძალადობის შემთხვევებში. ჩვენს საქმეებში, მაშინაც კი, როდესაც პოლიციელებისთვის ცნობილი გახდა ოჯახში ძალადობის შესახებ, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში რეაგირებენ, თუ ამის შესახებ მსხვერპლი განაცხადებს. ოჯახში ძალადობის მიმართ, გარკვეულ შემთხვევებში, გულგრილია საზოგადოების ნაწილიც“.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშვი ვკითხულობთ, რომ პროექტის განხორციელებისას გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მაგალითად, ნაადრევი ქორწინება, უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის სიმწირე, ენობრივი ბარიერის არსებობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას და სხვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სახელმწიფოს პოზიტიური და ქმედითი ნაბიჯებისა, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა დღემდე განსაკუთრებით მწვავედ დგას უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ზოგადი ფონი ისევ დისკრიმინაციულია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ოჯახში ქალზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები ჭარბობს’ – შსს
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 135 შემაკავებელი ორდერი გაიცა
ოჯახში ძალადობის შესახებ გამომძიებელთა სპეციალიზაცია დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში,  2018 წელს,  ოჯახში ძალადობის 105 ფაქტი გამოვლინდა
ოჯახში ძალადობის შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში [ინფოგრაფიკა]
2015 წელს ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა [ინფოგრაფიკა]